ქვეწარმავლები თბილისის წინააღმდეგ...
ბოლო პერიოდში თბილისის საცხოვრებელ სახლებში ქვეწარმავლების გამოჩენამ მცხოვრებლებში პანიკა გამოიწვია. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით „დრონი.ჯი“-მ გადაწყვიტა პირადად ქვეწარმავლების კონტროლის სამსახურის დირექტორს, გურამ წიკლაურს გასაუბრებოდა. ბატონ გურამთან საუბრის შემდეგ მოსახლეობა შეგვიძლია დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ პანიკის საფუძველი ქალაქში არ არსებობს, რადგან ნაპოვნ გველებს შორის შხამიანი არც ერთი აღმოჩნდა, მითუმეტეს, რომ ეს პირადად გადავამოწმე.
„დრონი.ჯი“: ბატონო გურამ, რამდენი ხანია, რაც ქალაქში ქვეწარმავლები გაჩნდნენ და თბილისი ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა?
გურამ წიკლაური: ყოველ წელს ერთი და იგივე სურათია. ამ სეზონზე წელს პირველი შემთხვევა მაისის შუა რიცხვებში დაფიქსირდა. ყველას რატომღაც ჰგონია, რომ გველები მომრავლდა, სინამდვილეში კი ეს ჩვეულებრივი სეზონური მოვლენაა და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არა აქვს, რადგან თბილისში შხამიანი გველი პრაქტიკულად არ არის, მითუმეტეს, რომ თქვენ ამაში პირადად დარწმუნდით. თბილისის გარეთ უფრო შეიძლება, თუმცა ქალაქში ამჟამად შხამიანი გველები არ არის.

– დაახლოებით რამდენი ფაქტი დაფიქსირდა მოსახლეობის მიერ ქვეწარმავლების პოვნის და რამდენად ხშირია ეს?
– საცხოვრებელ სახლებში ასეთი რამდენიმე ათეული ფაქტი დაფიქსირდა. სულ 200-ზე მეტი გამოძახება გვქონდა მაისის შუა რიცხვებიდან დღემდე. ქვეწარმავლები ამ სეზონზე აქტიურები არიან. მართალია, ეს ციფრი საკმაოდ მაღალია, თუმცა ჯერ თბილისში შხამიანი გველების არსებობა არ დაფიქსირებულა. ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობს ცხელი ხაზი: 33-20-08 და მოსახლეობის ზარის შემდეგ ჩვენ გავდივართ შემთხვევის ადგილზე მათ დასახმარებლად. მუშაობს ორი ბრიგადა, გავდივართ კონკრეტულ მისამართზე და ვიჭერთ ქვეწარმავლებს.
– თუმცა დაჭერის შემდეგ შეიძლება ისინი კვლავ გამოჩნდნენ, ასეთ შემთხვევაში თუ არსებობს რაიმე თავდაცვითი მექანიზმი?
– საერთოდ გველები იქ არიან, სადაც ნაკლები სისუფთავე და მაღალი ბალახია. ჩვენ ვიჭერთ გველებს და გაგვყავს, ამის შემდეგ, თუ მცხოვრებლის სურვილი იქნება, ვახდენთ კონკრეტული ტერიტორიის სპეციალური პრეპარატის დახმარებით ქიმიურ დამუშავებას, თუმცა დამუშავება ფასიანია და მას ხშირად ვერ მიმართავენ მცხოვრებლები. ეს საკმაოდ ძვირი მომსახურებაა, რადგან პრეპარატის დამზადება ძვირი ჯდება. ჩვენი სამახური მთლიანად უფასოა, გარდა ამ დამუშავებისა.
P.S: ბატონ გურამთან საუბრისას გაირკვა, რომ ქალაქში ე. წ. დახმარების მიზნით დადიან ადამიანები, რომლებიც მოსახლეობას საკუთარ მომსახურებას სთავაზობენ და ფულს ართმევენ მათ ქვეწარმავლების დაჭერაში, რის შემდეგაც ყალბი და არაეფექტური სითხის დახმარებით ადგილის ქიმიურ დამუშავებას ახორციელებენ და ფაქტობრივად, მცხოვრებლებს ძარცვავენ. იმედს ვიტოვებთ, რომ საცხოვრებელ სახლებში ქვეწარმავლების შეღწევის ფაქტები აღარ განმეორდება, თუმცა ასეთ დროს გახსოვდეთ, რომ თქვენთვის დახმარების აღმოჩენა და ქვეწარმავლისგან გათავისუფლება უფასოა.
კომენტარი