სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დიროლი“ ბავშვებში - გონებრივ ჩამორჩენილობას, ორსულებში კი ნაყოფის მუტაციას იწვევს

ერთი შეხედვით უვნებელი საღეჭი რეზინი - „დიროლი“ სიცოცხლისთვის საშიშია. „დრონი.ჯი“-ს მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით, საღეჭი რეზინი „დიროლი“ ბავშვებში - გონებრივ ჩამორჩენილობას, ხოლო ფეხმძიმე ქალებში ნაყოფის მუტაციას იწვევს.
სამეცნიერო კვლევითი ცენტრების მტკიცებით, საღეჭი რეზინი „დიროლი“ შეიცავს დამტკბობ ნივთიერებას - ასპარტამს, რომელიც ორი ამინომჟავისაგან შედგება, ასპარჰინის მჟავისაგან და ფენილალანილისაგან.

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი, ფენილალანს ჩვეულებრივად ამუშავებს, მაგრამ იმ ადამიანებზე, ვინც დაავადებულნი არიან თანდაყოლილი ფენილკეტონურიით, რაც გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, საკმაოდ სავალალოდ მოქმედებს და შესაძლოა, ტვინისა და ნერვული სისტემის დარღვევაც კი გამოიწვიოს.

ვითომდა უვნებელი საღეჭი რეზინი „დიროლი“ შეიცავს სწორედ იმ გამანადგურებელ ნივთიერებას - ფენილალანს, რამაც შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ბავშვის ფსიქიკაც ადრეული ასაკიდან.

„დიროლის“ გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავონ ასევე ფეხმძიმე ქალბატონებმაც, რათა მათი ნაყოფის განვითარებას ზიანი არ მიადგეს.

„დრონი.ჯი“-ს მიერ ინტერნეტის საშუალებით მოძიებულ დოკუმენტებში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „დიროლი“ უარყოფითად მოქმედებს როგორც ნაყოფის განვითარებაზე, ისე ბავშვის (მოზარდის) ფსიქიკასა და მის გონებრივ განვითარებაზეც.

უცხოური სამეცნიერო კვლევითი ცენტრების დასკვნებს „დიროლის“ შესახებ ეთანხმებიან ქართველი ექიმებიც. დიეტოლოგებისა და პედიატრების აზრით, საღეჭი რეზინი, კონკრეტულად კი `დიროლი~ ადამიანის ორგანიზმისათვის საშიშია.

პედიატრმა „დრონი.ჯი“-ს განუცხადა, რომ „დიროლის“ გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენილობა. „გამორიცხული არაა, რომ „დიროლის“ ინტენსიურმა მოხმარებამ ბავშვის ფსიქიკის დაზიანება გამოიწვიოს“.

„დრონი.ჯი“ საქართველოში „დიროლის“ წარმომადგენლობას დაუკავშირდა. პირველივე სატელეფონო საუბრისას ვინმე ბატონი ოქროპირის ნომერი მოგვცეს, თან დასძინეს, ყველაფერზე ის გიპასუხებთო.
- „დრონი.ჯი“: ბატონი ოქროპირი ბრძანდებით?
- დიახ
- „დიროლის“ წარმომადგენელი?
- დიახ.
- გაზეთ „დრონი.ჯი“-დან გირეკავთ, თქვენი კომენტარი გვინდა... იცით, იმის შესახებ, რომ „დიროლი“ მოზარდებში გონებრივ ჩამორჩენილობას იწვევს?
- ეს არის სიცრუე.

- „დიროლი“ შეიცავს დამტკბობ ნივთიერებას - ასპარტამს, რომელიც ორი ამინომჟავისაგან შედგება, ასპარჰინის მჟავისაგან და ფენილალანილისაგან... ასეა?
- დიახ.
- არ იცით, რომ ეს ნივთიერებები უარყოფითად მოქმედებს მოზარდებსა და ორსულებზე?
- ესაა ტყუილი და ასეთ მოსაზრებას არ ვეთანხმები. `დიროლი~ არის მსოფლიო ბრენდი და ცნობილია, რომ ის არანაირ მავნე ნივთიერებას არ შეიცავს.

- შეგიძლიათ მიუთითოთ ინტერნეტსაძიებო სისტემებში „დიროლის“ შემადგენლობა და თავად დარწმუნდებით იმაში, რომ `დიროლი~ მავნეა ადამიანის ორგანიზმისათვის...

- არ ვიცი, ამის შესახებ პირველად მესმის.

- თქვენ „დიროლის“ წარმომადგენელი ხართ და წესით, ეს უნდა იცოდეთ, მაგრამ არც ახლაა გვიან... თქვენი ოფიციალური სტატუსი მითხარით, თუ შეიძლება...

- ოქროპირ ცერცვაძე...
- სტატუსი გაქვთ?

- რა მნიშვნელობა აქვს ჩემს სტატუსს, ვინ მოგცათ ჩემი ტელეფონის ნომერი?

- ეს თქვენთვის საინტერესო არ იქნება. ჩვენ ოფიციალურად ვსაუბრობთ, საუბარი იწერება და თუ შეიძლება სტატუსი მიკარნახეთ!
- არ ვიცი.

- რას ნიშნავს არ იცით, „დიროლში“ მუშაობთ და ის არ იცით, რა სტატუსით მუშაობთ?

- არა ვარ „დიროლის“ წარმომადგენელი“.

როგორც ჩანს, ბატონი ოქროპირი ჩვენმა კითხვებმა შეაშინა. ალბათ ეგონა, ხელმძღვანელობა, ჩვენთან საუბრის გამო ყურს აუწევდა.

საკითხავია, რატომ უნდა აშინებდეს „დიროლის“ ხელმძღვანელობა თავის თანამშრომლებს ისე, რომ მათ „უცაბედად“ სტატუსიც და ლამის გვარ-სახელიც დაავიწყდეთ?

„დრონი.ჯი“ შემდეგ ნომრებში გაცილებით მეტ ინფორმაციას მოგაწვდით „დიროლის“ მავნებლობის შესახებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100