სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სატვირთო მანქანა უკუსვლით მოდიოდა და დაეჯახა" - ხარაგაულში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მსხვერპლი ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოწივია. სატვირთო მანქანა უკუსვლით მოდიოდა, რამაც მუშის ადგილზე გარდაცვალება გამოიწვია.

41 წლის დასაქმებული (თ.ჩ) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, დაიღუპა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირში აცხადებენ, რომ სპეციალისტების წინასწარი მოკვლევის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის მხრიდან დარღვეული იყო სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების უსაფრთხოების ნორმა და სტანდარტები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100