სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცოლს თავის არეში ესროლა და ამის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა - ეს ის ქალია, რომელიც დღეს ყოფილმა ქმარმა თელავში მოკლა

ქალი რომელიც დღეს ყოფილმა ქმარმა თელავში მოკლა, გავრცელებული ინფორმაციით 1971 წელს დაბადებული ნონა ლაზარიაშვილია.

როგორც ირკვევა, ქმართან გაანქორწინების შემდეგ, ქალი სამუშაოდ დუბაიში გაემგზავრა. ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა თბილისში, სადაც ყოფილი მისი შვილი და ყოფილი ქმარი ცხოვრობდნენ.

მამაკაცი ქალს შერიგებას სთხოვდა, რაზეც ყოფილმა ცოლმა უარი უთხრა. ის სამუშაოდ კვლავ დუბაიში აპირებდა გამგზავრებას. კონფლიქტი სწორედ ამ ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც მამაკაცმა ყოფილ ცოლს ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღი თავის არეში ესროლა და მოკლა. მამაკაცმა ამის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ის ამჯერად საავადმყოფოშია მოთავსებული.

მკვლელობის დროს სახლში იმყოფებოდნენ ოჯახის წევრებიც, მათ შორის - შვილიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100