სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაიცანით - ეს მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ბებიაა

40 წლის კალიფორნიელი ელის ვასკესი სოციალური ქსელის ვარსკვლავია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ახალგაზრდა ასაკში უკვე ბებიაა, ელისი იმაზე კიდევ უფრო ბევრად ახალგაზრდას ჰგავს, ვიდრე რეალურად არის.

ვასკესს სამი შვილიშვილი ჰყავს და მათ აღზრდაში აქტიურ მონაწილეობას იღებს. თავად 16 წლის ასაკში გახდა დედა. მან ძალიან რთული ცხოვრება გაიარა და შვილების გამოკვება გაჭირვებით უწევდა. საბედნიეროდ, მან მოახერხა და კარგი მომავალი შეუქმნა მათ, ამის შემდეგ კი საკუთარი თავისთვისაც გამონახა დრო.

"მე არ მეტყობა, რომ ბებია ვარ. ყველა ქალი ვალდებულია, ასაკის მიუხედავად საკუთარ თავს მოუაროს და პატივი სცეს. წლების მატებასთან ერთად გოგონებს კომპლექსები უჩნდებათ და ჰგონიათ, რომ ვიზუალს კარგავენ, სინამდვილეში კი დროს ვერ პოულობენ, რომ ფორმა შეინარჩუნონ" - განაცხადა ელისმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100