სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აქამდე უცნობი ფაქტები ფილმ „ტიტანიკის" შესახებ - ამის წაკითხვის შემდეგ თქვენ კიდევ ერთხელ უყურებთ საყვარელ კინო სურათს

20 წლის წინ ეკრანული „ტიტანიკი“ ჩაიძირა, თუმცა ფილმში მონაწილე მსახიობებისთვის ეს „ჩაძირვა“ ახალი მწვერვალების დაპყრობის დასაწყისი იყო. კინო სურათმა 10 „ოსკარი“ დაიმსახურა, ხოლო ქეით უინსლეტი და ლეონარდო დი კაპრიო მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მსახიობები გახდნენ.

თუმცა, შესაძლებელი ყოფილიყო ამ ორი მთავარი გმირის როლზე სხვა მსახიობები გვეხილა სურათში - როუზი მადონას განესახიერებინა, ჯეკი ბრედ პიტს ან მეთიუ მაკკონაჰს და სელინ დიონის “My heart will go on” სულაც არ ყოფილიყო ფილმის საუნდტრეკი.

ჩვენ გიამბობთ ლეგენდარული ფილმის ისეთი ფაქტების შესახებ, რომლებიც აქამდე უცნობი იყო საზოგადოებისთვის.

ჯეკის როლზე სხვადასხვა მსახიობები განიხილებოდა:

მამაკაცის მთავარ როლზე განიხილებოდნენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან ბრედ პიტი, ტომ კრუზი, მეთიუ მაკკონაჰი და ჯერემი სისტო. თუმცა ფილმის რეჟისორმა ჯეიმს ქემერონმა უპირატესობა ლეოს მიანიჭა. თავიდან მისი დაღუპვა არ იყო ჩაფიქრებული, თუმცა რეჟისორს არა საკმარისი დრამატულობის თავიდან აცილება უნდოდა და იძულებული გახდა ჯეკი „მოეკლა“.

რაც შეეხება მთავარი როლის შემსრულებელ ქალ მსახიობს, აქ პოპის დედოფალი მადონა, ასევე მსახიობები გვინეტ პელტროუ, შერონ სთოუნი და ნიკოლ კიდმანის კანდიდატურები განიხილებოდა.

ლეონარდოს დუბლიორი ჰყავდა

30 წლის ბრეტ ბეიკერი საერთოდ არ ჰგავდა ვიზუალურად ლეოს, თუმცა მისი სახე კადრებში არც ჩანდა. ძირითადად ზურგიდან იღებდნენ, ვარცხნილობა კი ორივეს ერთი და იგივე ჰქონდა. თავიდან ბეიკერი არ აპირებდა დუბლიორის როლზე დათანხმებას, თუმცა ფინანსურმა პრობლემებმა სხვა გზა არ დაუტოვა და ფილმის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ მოხარული იყო ამ გადაწყვეტილებით, რადგან „ტიტანიკზე“ მუშაობამ დიდი გამოცდილება მისცა.

როგორც ბრეტი იხსენებდა, გადაღებები ძალიან რთულ პროცესთან იყო დაკავშირებული - ჯერ მარტო ბოლო სცენის დროს მან 8 საათი კარზე ჩაჭიდებულმა გაატარა წყალში.

ჯეკ დოუსონი რეალურ ცხოვრებაში არსებობდა

რეჟისორი ჯეიმს ქემერონი ფრიად გაკვირვებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ მისი გამოგონილი პერსონაჟი ჯეკ დოუსონი ნამდვილად არსებობდა და 1912 წელს სწორედ „ტიტანიკის“ ბორტზე იმყოფებოდა. ის ტრაგედიის დროს დაიღუპა და ახალ შოტლანდიაში დაკრძალეს. ფილმის გამოსვლის შემდეგ კი მის საფლავს უამრავი ადამიანი სტუმრობს.

კარზე, რომელზეც როუზი იწვა, ორი ადამიანი ეტეოდა

დიდი კამათი მიდიოდა იმის შესახებ, რომ კარზე, რომელზეც როუზი იწვა წყალში, ორი ადამიანის ადგილი იყო. რეჟისორს ფანები საყვედურობდნენ ჯეკის დაღუპვის გამო, რადგან ორივე გმირის გადარჩენა იყო შესაძლებელი. იმის დასამტკიცებლად, რომ კარი გაუძლებდა ორივე მათგანს, სტუდენტებმა მასზე ფოტოც კი გადაიღეს და გამოაქვეყნეს.

ჯეიმს ქემერონი ამ ფაქტმა გააღიზიანა: „სცენარში მეწერა, რომ ჯეკი უნდა მომკვდარიყო, წერტილი! ეს ისტორია სიყვარულსა და დანაკარგზეა. ჯეკის გადარჩენით მთელი ფილმის კონცეფცია დაირღვეოდა“ - მკაცრად აღნიშნა რეჟისორმა.

ცნობილი სურათი თავად ქემერონმა დახატა

ეს ხელები, რომლებიც ქეითის პორტრეტს ხატავს, არა დი კაპრიოს, არამედ ქემერონს ეკუთვნის. დიახ, როუზის პორტრეტი ფილმის რეჟისორის დახატულია. გამომდინარე იქედან, რომ ჯეიმსი ცაცია იყო, ლეო კი მემარჯვენე, კადრის შემობრუნება გახდა საჭირო.

„ოკეანის გული“ - დაწყევლილი ბრილიანტი

ყველას ახსოვს ის ძვირფასი სამკაული, რომელსაც მოხუცი როუზი ოკეანეში აგდებს. ის შექმნილია ერთ-ერთი ცნობილი ბრილიანტის დიზაინზე, რომელსაც ლუდოვიკო XVI ატარებდა და მას ლეგენდის თანახმად უბედურება მოჰქონდა. „ტიტანიკისთვის“ 3 ერთმანეთის მსგავსი ყელსაბამი შეიქმნა, თუმცა ფილმში მხოლოდ ორი მათგანია გამოყენებული. კინო სურათის გამოსვლის შემდეგ ბევრი ასლი შეიქმნა, რადგან „ტიტანიკის“ ფანების მხრიდან სამკაულზე მოთხოვა დიდი იყო. სად არის ახლა ორიგინალი ყელსაბამი, არავინ იცის.

ექსპრომტი სცენარებში

ჯეკის ცნობილი ფრაზა „მე სამყაროს მბრძანებელი ვარ“ სულაც არ იყო სცენარით გათვლილი, ის ლეოს ექსპრომტად მოაფიქრდა.

ასევე არ იყო გათვლილი როუზის მხრიდან შეფურთხება საქმროსთვის სახეში, მას უბრალოდ თმისამაგრის წვეტიანი მხრიდან უნდა დაეკაწრა მამაკაცი.

„ტიტანიკი“ შეიძლებოდა მთავარი სიმღერის „My heart will go on“ გარეშე დარჩენილიყო

ქემერონი დიდ ხანს ფიქრობდა, რომ სხვა ტიპის სიმღერა ყოფილიყო ფილმის საუნდტრეკი და შერჩეულიც კი ჰქონდა გარკვეული მუსიკა, თუმცა საბოლოოდ მაინც სელინ დიონის ნამუშევარი შეარჩია და ეს ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ სიმღერამ საუკეთესო საუნდტრეკისთვის „ოსკარიც“ აიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100