ამ ვერაგ დაავადებასთან საბრძოლველად თქვენი დახმარება მჭირდება!
ენერგიულობისგან და აქტიურობისგან მხოლოდ სუსტი ღიმილი შემორჩა და ამ ღიმილს გაუსაძლისი ტკივილების მიუხედავად გარშემომყოფებს ჩუქნის. გვინდა საქველმოქედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარი - ქალბატონი მარიამ ლალიაშვილი გაგაცნოთ. განათლებით ფილოლოგია, 31 წელი უმაღლეს სასწავლებლებში.
პედაგოგად მუშაობდა მეუღლესთან ერთად თბილისის გარეუბანში ცხოვრობდა, ერთმანეთზე ზრუნავდნენ და არაფერი აკლდათ. მაგრამ სამი წლის წინ მათი მშვიდი ცხოვრება მარიამის უეცარმა ავადმყოფობამ შეცვალა. ახლა იგი საწოლსაა მიჯაჭვული და დამოუკიდებლად წამოდგომაც კი უჭირს.
როდესაც თავის ცხოვრებას, სტუდენტებს და კოლეგებს იხსენებს თვალები ცრემლით ევსება.მარიამს მისი მეუღლე უვლის. ბატონ ომარს სამსახურის დატოვება მოუხდა, რომ მეუღლე გასაჭირში მარტო არ მიეტოვებინა. იგი ყველაფერშე ეხმარება მარიამს და ცდილობს მას ცხოვრება შეუმსუბუქოს.
მეუღლე ხშირ-ხშირად რომ არ შეაწუხოს, მარიამი ითმენს ტკივილებს და მას დასახმარებლად არ ეძახის და ეს კი ხშირად ცუდად მთავრდება. რამდენიმე დღის წინ მარიამმა წამოდგომა გადაწყვიტა, თავი ვერ შეიკავა და დაეცა. ახლა ომარი მას წუთითაც არ ტოვებს...
მათი მცირედი დანაზოგი მკურნალობას და ოპერაციას მოხმარდა და ახლა ეს არაჩვეულებრივი ადამიანები საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ. მიზერული პენსია ძვირადღირებულ წამლებში იხარჯება. პროდუქტების საყიდლალ თანხა აღარ რჩებათ და ამიტომ სადილი, დღეში ერთხელ სოციალური სასადილოდან მოაქვთ.სავალალო საცხოვრებელი პირობები, მათ ისედაც მძიმე ყოფას ამძიმებს. სახლის გასარემონტებელი თანხა კი მათ არ გააჩნიათ.
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ვერ დარჩებოდა გულგრილი ქალბატონი მარიამის პრობლემების მიმართ. ექთნები მას სარეაბილიტაციო პროცედურებს უტარებენ, ეხმარებიან წამლებით და საკვები პროდუქტებით. მაგრამ ამ ოჯახის ყველა პრობლემას მხოლოდ ფონდი ვერ გადაწყვეტს. ამიტომ „სოციალური პარტნიორობა“ მოუწოდებს ყველა გულისხმიერ ადამიანს, შეძლებისდაგვარად მხარში დაუდგეს მათ. პირველ რიგში ოჯახს პროდუქტები, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები სჭირდება. ნებისმიერი სახის დახმარება ქალბატონი მარიამის ცხოვრებას შეამსუბუქებს!
თუ გაქვთ საშუალება, ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ქალბატონ მარიამს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ ლალიაშვილი) ან პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/144/ დასახმარებლად ასევე შეგიძლიათ დარეკოთ სპეც ნომერზე: 0901 200 270, ზარის ღირებულება 1 ლარიგამოიჩინეთ გულისხმიერება და მოიქეცით ისე, როგორც გული გიკარნახებთ!
კომენტარი