სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძის შვილმა ჟურნალისტს ჯოხი მუცელში ჩაარტყა (VIDEO)

გამთენიისას კოსტავას ქუჩაძე მომხდარი ინცინდენტის დროს ნინო ბურჯანაძის შვილმა ნეტგაზეთის ჟურნალისტ თაზო კუპრეიშვილს მუცელში ჯოხი ჩაარტყა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტმა სახალხო კრების ლიდერს მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა, რაზეც ბურჯანაძემ უპასუხა, რომ კომენტარი სამართალდამცავებისთვის ეთხოვა. მას შვილი ანზორ ბურჯანაძე გამოესარჩლა და დროშის ტარი თაზო კუპრეიშვილს მუცელში ჩაარტყა. „აი–ტვ“–სთან სატელეფონო ინტერვიუში ჟურნალისტი ამბობს, რომ მოგვიანებით მას ნინო ბურჯანაძის პრესსამსახური დაუკავშირდა და უთხრა, რომ ანზორ ბურჯანაძეს მისთვის ბოდიშის მოხდა სურდა.

„როდესაც ნინო ბურჯანაძეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვე, მისმა შვილმა მითხრა, ამას ნუ უსვამ შეკითხვებს, პოლიციას შეეკითეო. ამ დროს ქვემოდან დროშის ტარი დამარტყა“ – ყვება თაზო კუპრეიშვილი, „ბურჯანაძეს ვთხოვე კომენტარი, იმ ინცინდენტის შემდეგ, რომლის შედეგადაც ქალბატონი დაზიანდა. ის ქალი იქვე ეგდო და ბურჯანაძეც იქ იდგა და ვკითხე, რა კომენტარს გააკეთებდა ინცინდენტთან დაკავშირებით და მიპასუხა, რომ პოლიციელებისთვის მეკითხა, ბურჯანაძეს შვილი გამოესარჩლა და მითხრა, ამას ნუ უსვამ შეკითხვებს, იმათ დაუსვიო და ხელი პოლიციის შენობისკენ გაიშვირა. ამ დროს ქვემოდან დროშის ტარი მომარტყა მუცელზე.

მოგვიანებით დამიკავშირდა ბურჯანაძის პრესსამსახური და მითხრეს, რომ ანზორ ბიწაძეს უნახავს გავრცელებული კადრები და ვიდეომასალა და გადაწყვეტილი აქვს, რომ ბოდიში მომიხადოს. პრესცენტრმა მითხრა, რომ აქციის გასაშუქებლად როდესაც მიხვალ აუცილებლად ნახეო, პირადად უნდა ბოდიშის მოხდაო.“

წყარო: http://itv.ge/?m=16&CID=15936

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100