სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერების ისტორიის ყველაზე არაადამიანური ექსპერიმენტები

პატარა ალბერტი (1920 წელი) - ჯონ უოტსონი, ბიჰევიორიზმის მამა, იყო ერთერთი, ვინც თავის ექსპერიმენტებში ობლებს იყენებდა. უოტსონს უნდოდა გაერკვია, იყო შიში თანდაყოლილი თუ შეძენილი რეფლექსი. პატარა ალბერტი, ასე შეარქვეს ობოლ ცხრა თვის ბავშვს, რომელიც უოტსონმა თავისი ექსპერიმენტისთვის შეარჩია. უოტსონი აპირებდა ორი თვის განმავლობაში დაკვირვებოდა ბავშვის რეაქციებს სხვადასხვა ცხოველებსა და გამაღიზიანებლებზე.

ექსპერიმენტის დასაწყისში ალბერტი ოთახის შუაგულში, ლეიბზე დასვეს და შორიახლოს ლაბორატორიის ვირთხა მიუშვეს, რომ ბავშვს მასთან ეთამაშა. მას შიში არ გამოუვლენია.

შემდეგ ეტაპზე უოტსონი ბავშვის ვირთხასთან ყოველ შეხებაზე მის ზურგს უკან რკინის მასაზე ჩაქუჩის ძლიერი დარტყმით ხმაურს ტეხდა. ამაზე ბავშვს ეშინოდა და ტირილს იწყებდა. პროცედურის რამდენიმეჯერ გამეორების შემდეგ ბავშვს ვირთხისადმი პანიკური შიში დაეწყო, რადგან მას ძლიერ ხმაურთან აიგივებდა. ვირთხის ყოველ ნახვაზე ალბერტი ტირილს იწყებდა.

შედეგად ბავშვს ყველაფერ თეთრსა და ფაფუკზე დაეწყო შიშები. ყველაზე სამწუხარო ნაწილი ამ ექსპერიმენტისა კი ის იყო, რომ უოტსონმა ვერ მოასწრო ალბერტის შიშების განეიტრალება, სანამ ბავშვს ჰოსპიტალიდან წაიყვანდნენ.

სიძულვილის პროექტი - 1970–80–იან წლებში სამხრეთ აფრიკის აპართეიდის არმიამ აიძულა თეთრკანიანი ლესბოსელი და გეი ჯარისკაცები, გაეკეთებინათ სქესის შეცვლის ოპერაცია და ამისთვის ძალიან ბევრი არაეთიკური სამედიცინო ექსპერიმენტი ჩაატარა, როგორიცაა: ქიმიური კასტრაცია და ელექტრო შოკი. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი რიცხვი ცნობილი არაა, აფრიკის აპართეიდის არმიის ქირურგების თქმით, 1971–დან 1989 წლამდე სამხედრო ჰოსპიტალებში 900–მდე ოპერაცია ჩატარდა. ექსპერიმენტი ზეგასაიდუმლოებული პროგრამის ფარგლებში ტარდებოდა, რომელიც ითვალისწინებდა ჰომოსექსუალიზმის ძირფესვიანად ამოძირკვას.

არმიის ფსიქიატრები, რომლებიც კაპელანების (სასულიერო პირი) მიერ იყვნენ წაქეზებულები, პირდაპირ ნადირობდნენ ჰომოსექსუალებზე და მათი აღმოჩენისთანავე აგზავნიდნენ არმიის ფსიქიატრიულ ნაწილში, ვურტეკერჰუგტის ჰოსპიტალში, პრეტორიასთან (სამხრეთ აფრიკის დედაქალაქთან) ახლოს. მათ კი, ვინც ვერ „იკურნებოდა“ წქამლებით, შოკური და ჰორმონალური თერაპიითა და სხვა რადკკალური „ფსიქოთერაპიული“ გზებით, უკეთებდნენ ქიმიურ თერაპიას ან სქესის შეცვლის ოპერაციას.

ლესბოსელი ჯარისკაცების შეურაცხყოფის მხოლოდ რამდენიმე ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტია დღემდე შემორჩენილი. მათ შორისაა ერთი არასწორად გაკეთებული სქესის შეცვლის ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტიც. ასევე ცნობილია, რომ ექსპერიმენტის მსხვერპლთა ძირითადი ნაწილი თეთრკანიანი16–დან 24 წლამდე მამაკაცები იყვნენ.

მონსტრების სკოლა 1939 - „მონსტრების სკოლა“ იყო ექსპერიმებტი, რომელიც აიოვას შტატის ქალაქ დევენპორტში 1939 წელს 22 ობოლ ბავშვზე ჩატარდა. უენდელ ჯონსონმა, აიოვას უნივერსიტეტიდან, რომელიც უძღვებოდა ექსპერიმენტს, შეარჩია ერთ-ერთი თავისი სტუდენტი, მერი ტუდორი, რომელსაც დაევალა ცდის წარმართვა. თვით ჯონსონი კი კვლევას შორიდან აკვირდებოდა.

ბავშვების ექსპერიმენტულ ჯგუფებში განაწილების შემდეგ ტუდორი ერთ ნაწილს დადებითად ესაუბრა, აღნიშნავდა, თუ როგორ კარგად საუბრობდნენ ისინი, ხოლო მეორე ნაწილი, პირიქით, საშინლად გააკრიტიკა საუბრის მანერის გამო, ენაბლუებს უწოდებდა მათ. შედეგად, მეორე ჯგუფის იმ ბავშვებმა, რომლებიც სრულიად ნორმალურად საუბრობდნენ, ექსპერიმენტის შედეგად უარყოფითი ზეგავლენა მიიღეს და ზოგს ცხოვრების ბოლომდე შემორჩა პრობლემები საუბარის მანერასთან დაკავშირებით.

ჯონსონის თანამედროვეებმა, კვლევის გამო შეშფოთება ვერ დამალეს და მას „მონსტრების სკოლა“ უწოდეს. თვით ექსპერიმენტი ძალიან დიდხანს იყო გასაიდუმლოებული, რომ ჯონსონის რეპუტაციას ზიანი არ მისდგომოდა. 2001 წელს აიოვას უნივერსიტეტმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში.

წამლების გამოცდა მაიმუნებზე (1969 წელი) - ექსპერიმენტების ცხოველებზე ჩატარება, მართალია, ძალიან სასასრგებლოა ადამიანთა შესაცნობად და სასიცოცხლო მნიშვნელობის წამლების შესაქმნელად, მაგრამ ზოგიერთი ექსპერიმენტი ეთიკის ფარგლებს სცილდება.

1969 წელს წამლების მაიმუნებზე გამოცდა ერთ-ერთი ასეთი არაეთიკური ექსპერიმენტია: მაიმუნებისა და ვირთხების ჯგუფს ასწავლიდნენ, დამოუკიდებლად მიეღოთ ისეთ წამლები, როგორებიცაა მორფინი, ალკოჰოლი, კოდეინი, კოკაინი და ამფიტამინები. როდესაც ცხოველები ამ „ხელოვნებას „დაეუფლებოდნენ“, მათ თითოეული წამლის მოზრდლი პორციასთან მარტო ტოვებდნენ.

ცხოველები იმდენად დაზაფრულები იყვნენ (რაც მოსალოდნელი იყო) და ისე გულმოდგინედ ცდილობდნენ გაქცევას, რომ ამ პროცესში კიდურებსაც კი იმტვრევდნენ.

მაიმუნებს, რომლებიც კოკაინს იღებდნენ, კრუნჩხვები ემართებოდათ, ზოგ შემთხვევაში საკუთარ თითებს გლეჯდნენ (შეიძლება ჰალუცინაციების გამოც). ერთერთმა მაიმუნმა, რომელმაც ამფეტამინები მიიღო, მთლიანად დაიგლიჯა ბეწვი თათებსა და მუცელზე, ხოლო კოკაინის და მორფინის ერთად მიღებდან ორ კვირაში ცხოველები იხოცებოდნენ.

კვლევის მიზანი ერთი იყო: გაეგოთ ნარკოტიკზე დამოკიდებულების ეფექტი.

ლენდისის ექსპერიმენტი სახის გამომეტყველებაზე - 1924 წელს მინესოტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, კარნი ლედისმა, ჩაატარა ექსპერიმენტი, რათა დაედგინა, იწვევდა თუ არა განსხვავებული ემოციები სახის მხოლოდ ამ ემოციისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ გამომეტყველებას. მიზანი ამ კვლეევისა იყო იმის გაგება, თუ ჰქონდათ სხვადასხვა ადამიანებს ერთი და იგივე ემოციის (მაგ. შოკის, სიძულვილის, ბედნიერებისა და ა.შ) განცდისას სახის ერთნაირი გამომეტყველება.

ცდაში მონაწილე პირთა უმეტესობა სტუდენტები იყვნენ. ისინი ლაბორატორიაში წაიყვანეს და სახე შავი ზოლებით მოუხატეს, რათა მისი კუნთების მოძრაობა შეესწავლათ. ცდისპირებს აძლევდნენ სხვადასხვა სტიმულებს, რათა მათში ძლიერი რეაქცია გამოეწვიათ, ხოლო ყოველ მათ რეაქციას ლენდისი ფოტოზე აღბეჭდავდა. მათ უწევდათ ამიაკის შესუნთქვა, პორნოგრაფიის ყურება და ბაყაყებით სავსე ვედროში ხელის ჩაყოფა, თუმცა დავა ამ ექსპერიმენტის ირგვლივ მისმა ფინალურმა ტესტმა გამოიწვია.

ცდის პირებს უჩვენებდნენ ცოცხალ ვირთხებს და ეუბნებოდნენ, მათთვის თავი მოეჭრათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე ყველას ეზიზღებოდა, სტუდენტთა ერთმა მესამედმა მაინც მოკლა ცხოველი. სიტუაციას განსაკუთრებით ამძაფრებდა ის, რომ ვირთხის მკვლელ ცდისპირთა უმეტესობამ არ იცოდა, როგორ გაეკეთებინა ეს საქმე „ჰუმანურად“ და ცხოველებს საშინელი წამების გადატანა უწევდათ. ხოლო მათ მაგიერ, ვინც უარი თქვა ვირთხისთვის თავის მოჭრაზე, ამ საქმეს თვით ლენდისი აკეთებდა.

მართალია, ამ ცდამ ვერ გაამართლა ვარაუდი, რომ ადამიანებს ერთნაირი ემოციების განცდისას სახის ერთნაირი გამომეტყველება აქვთ, სამაგიეროდ აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ ყველანაირ საზიზღრობაზე წავიდნენ, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს.

სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი (1971 წელი) - ეს ექსპერიმენტი, თავისთავად, არცთუ ისე არაეთიკურია, თუმცა მისი შედეგი დამღუპველი აღმოჩნდა. ამიტომაც მოხვდა იგი ამ სიის მერვე ადგილზე.

ცნობილმა ფსიქოლოგმა, ფილიპ ზიმბარდომ ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელიც გულისხმობდა ინდივიდების ქცევაზე დაკვირვებას.

ექსპერიმენტის ფარგლებში, რიგით ადამიანებს მოარგეს ციხის ზედამხედველებისა და პატიმრების როლები. „პატიმრები“ განგებ მოათავსეს ისეთ პირობებში, რომელსაც წესით პიროვნების დათრგუნვა, დეპრესია, ფსიქიკური აშლილობა უნდა გამოეწვია.

„დაცვას“ წინასწარ არანაირი მითითება არ მისცემია, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ამა თუ იმ სიტუაციაში, თუმცა, მიუხედავად ამისა, როცა საქმე საქმეზე მიდგა, პათ პრობლემა არ შექმნიათ.

ექსპერიმენტის მეორე დღეს „ციხეში“ აჯანყება დაიწყო, რასაც „მცველების“ მკაცრი რეაქცია მოჰყვა. იმ წუთიდან საქმე უარესობისკენ დაიძრა.

„მცველებმა“ გამოიყენეს თავიანთი პრივილეგია, დაეშალათ აჯანყებულთა ჯგუფები და მათ შორის უნდობლობა გამოეწვიათ. ირწმუნეს რა, რომ მათი მთავარი მიზანი აჯანყების ჩახშობა იყო, ისინი არანაირ ძალადობას არ ერიდებოდნენ „პატიმრების მიმართ“. მათ შორის ფიზიკურ შეურაცხყოფასაც.

„პატიმრები“ კი დეპრესიაში ჩავარდნენ, დაემართათ ფსიქიკური აშლილობა და უძლურების შეგრძნება დაეუფლათ. ამ დროის განმავლობაში მათ ციხის კაპელანები სტუმრობდნენ, რომლებიც თავიანთ თავს სახელების ნაცვლდ ნომრებით აცნობდნენ და ეკითხებოდნენ, თუ როგორ გეგმავდნენ ისინი ციხიდან თვის დაღწევას. „პატიმრები“ კი აბსოლუტურად შეცბუნებულნი იყვნენ. მათ ბოლომდე გაითავისეს თავიანთი როლი.

ზიმბარდომ ექსპერიმენტი ხუთ დღეში შეწყვიტა, მიხვდა რა, თუ როგრი რეალური გახდა „ციხე“ ცდის პირებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტმა ძალიან ცოტა ხანს გასტანა, მან ნათლად აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა დაკარგოს კონტროლი საკუთრ თავზე.

მილიგრიმის სკოლა (1974 წელი) „მილიგრიმის სკოლა“ ერთერთი ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტია. სტენლი მილიგრიმს, იელის უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგს, უნოდა გამოეკვლია ავტორიტეტებისადმი მორჩილება. მან ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც შედიოდნენ „მასწავლებლები“, ჩვეულებრივი მოხალისეები, და „მოსწავლე“, რომელიც დაქირავებული მსახიობი იყო. მოსწავლესაც და მასწავლებელსაც უთხრეს, რომ ეს იყო ტესტი მეხსიერებაზე.

მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც, როგორც ეუბნებოდნენ, ალალბედზე ეძლეოდათ ბარათები. სინამდვილეში კი ორივე იღებდა იმ ბარათს რასაც მასწავლებელი კითხულობდა. მსახიობი მასწავლებლის მოსატყუებლად თამაშობდა, თითქოს მან მოსწავლის ბარათი მიიღო. ცდისპირებს ერთმანეთისგან იზოლირებულად სხვადასხვა ოთახებში ათავსებდნენ. მასწავლებელი კითხულობდა რამდენიმე სიტყვას ოთხი სვარუდო პასუხით და თუ მოსწვლე არასწორად უპასუხებდა, დენს ურტყამდა. დენის ძალა ყოველ არასწორ პასუხზე იზრდებოდა, ხოლო სწორ პასუხზე მასწავლებელი „მშვიდობიანად“ გადადიოდა შემდეგ შეკითხვაზე.

სინამდვილეში არანაირი ელექტროშოკი არ არსებობდა (რაც მასწავლებლებმა არ იცოდნენ). უბრალოდ, აუდიოფირზე ყვირილი იყო ჩაწერილი და მასწვლებლის მიერ მოსწავლისთვის ყოველ დენის დარტყმაზე მეორდებოდა. როდესაც დენის ძალა ძალიან იზრდებოდა, მსახიობი (მოსწავლე) კედელს აწყდებოდა და მასწავლებელს შეჩერებას სთხოვდა. ყველაფერი კი იმით მთავრდებოდა, რომ, რაღაც მომენტში, ყვირილი წყდებოდა და სიჩუმე ისადგურებდა. ამ დროს ძალიან ბევრ მასწავლებელს საშინელი მწუხარების გრძნობა ეუფლებოდა და ექსპერიმენტის შეჩერებას ითხოვდა, მაგრამ ძალიან ბევრი ამით კიდევ უფრო მხნევდებოდა და აგრძელებდა დენის დარტყმას, თუმცა ამბობდა, რომ შედეგებზე პასუხს არ აგებდა.

თუ ცდისპირი მოითხოვდა ექსპერიმენტის შეჩერებას, ექსპერიმენტატორი მას ეუბნებოდა: გთხოვ, გააგრძელე; ექსპერიმენტი გაგრძელებას ითხოვს; აუცილებელია, რომ გააგრძელო; სხვა შანსი არ გაქვს, უნდა გააგრძელო. თუ ამ ოთხი მითითების შემდეგ ცდისპირი მაინც მოითხოვდა ექსპერიმენტის შეჩერებას, იგი წყდებოდა. ორმოცი ცდისპირიდან მხოლოდ თოთხმეტმა შეწყვიტა ექპერიმენტი მოსწავლისთვის 450 ვოლტიანი დენის დარტყმის შემდეგ, ხოლო სამას ვოლტამდე შეწყვეტის სურვილიც კი არ ყოფილა (შეგახსენებთ, ადამიანის მოსაკლავად 220 ვოლტი სრულიად საკმარისია).

დევიდ რეიმერი (1965–2004) - 1965 წელს კანადაში დაიბადა ბავშვი, სახელად დევიდ რეიმერი. რვა თვის ასაკში იგი, ჩვეულებრივ, წინადაცვეთის პროცედურაზე მიიყვანეს. პროცედურის დროს ექიმებს საშინელი შეცდომა მოუვიდათ და ჩვილის საზარდული დაეწვათ. ეს იმის ბრალი იყო, რომ მათ წინადაცვეთისთვის ჩვეულებრივი სკალპელის ნაცვლად ელექტრო დანა გამოიყენეს. როდესაც მშობლები ფსიქოლოგ ჯონ მანისთან მივიდნენ რჩევის საკითხავად, მან პრობლემის მარტივი გადაწყვეტა, ბავშვისთვის სქესის შეცვლა ურჩია. მშობლები ძალიან დაბნეულები იყვნენ მომხდარის შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დათანხმდნენ პროცედურის ჩატარებაზე. მათ არ იცოდნენ, რომ ფსიქოლოგის ნამდვილი მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ ადამანის სქესზე მოქმედებს გარემო და არა ბუნება. საკუთარი, ეგოისტური მიზნის გამო ფსიქოლოგმა დევიდი საცდელ ობიექტად აქცია.

დევიდს, ახლა უკვე ბრენდას, ხელოვნური ვაგინა განუვითარეს და ჰორმონებზე „შესვეს“. დოქტორი მანი ექსპერიმენტს წარმატებულად მიიჩნევდა და უგულებელჰყოფდა ქირურგიული ჩარევის უარყოფით შედეგებს. ბრენდა იქცეოდა, როგორც ჩვეულებრივი ბიჭი. ყველაზე უარესი ის იყო, რომ მშობლებმა მას არ აცნობეს ჩვილობისას მომხდარ ინციდენტზე, რამაც ოჯახიში საკმაოდ ძლიერი რყევა გამოიწვია. დედა სუიციდისადმი მიდრეკილი იყო, მამა ალკოჰოლიკი, ძმა კი საშინლად დეპრესიული. საბოლოოდ, თოთხმეტი წლის ასაკში, ოჯახმა უთხრა მას მისი ნამდვილი სქესის შესახებ. ბრენდამ ისევ დევიდად გადაქცევა გადაწყვიტა, ჰორმონების მიღებას თავი დაანება და პენისი აღიდგინა. დოქტორი მანი კი ისევ წარმატებულს უწოდებდა ექსპერიმენტს და არაფერს ამბობდა დევიდის ტანჯვის შესახებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100