თემურ ქეცბაია ახერხებს თითოეული ფეხბურთელისგან ის მაქსიმუმი გამოწუროს, რისი პოტენციალიც აქვთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ისე დაიწყო, ვერც წარმატებულს უწოდებ, ვერც – წარუმატებელს. თემურ ქეცბაიას გუნდმა საბერძნეთში იქაურ ნაკრებს ფრედ (1:1) ეთამაშა, ასევე ფრეს (0:0) დასჯერდა თბილისში ისრაელის ნაკრებთან.
დფსდფსდფსდ
ძალიან კარგია, რომ ჩვენებმა არცერთი თამაში არ წააგეს, მაგრამ ორ თამაშში მოპოვებული ორი კინკილა ქულაც დიდი ვერაფერი შვილია. მით უფრო ციკლის მიწურულს ჯგუფიდან გამსვლელთა ვინაობას მოპოვებული ქულები წყვეტს და არა ის, ვინ როგორ ითამაშა.

თუმცა ამ ორმა მატჩმა ოპტიმიზმის საფუძველი უფრო მოგვცა, ვიდრე უიმედობის. ჩვენმა ნაკრებმა გამორჩეულად კარგად საბერძნეთში ითამაშა და მატჩს იგებდნენ კიდეც. დაცვის შეცდომა და ასათიანის ზედმეტი თავგამოდება რომ არა, რომელმაც მეკარე ნუკრი რევიშვილს აშკარად ხელი შეუშალა, ბერძნებს იქნებ გოლიც ვერ გაეტანათ ჩვენთვის და ის თამაში მოგვეგო. მთავარია საქართველოს ნაკრებმა ორივე ტაიმი უჩვეულო თავდადებით და სწრაფ ტემპში ითამაშა, მასპინძლები ყველაფერში დაჯაბნა და წესით, უნდა მოეგოთ კიდეც, თუმცა ახლა გვიანია ამაზე ლაპარაკი.
დფსდფსდფსდ
დფსდფსდფსდ
ისრაელის ნაკრებთან კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენები შინ თამაშობდნენ, ნაკლებად ეფექტური, ნაკლებად შემტევი იყო მათი თამაში. მართალია, მატჩის პირველ ნახევარ საათზე ეს არ ითქმის, მაგრამ დანარჩენ დროს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ისრაელთან გამარჯვება შეეძლოთ ჩვენს ბიჭებს, მაგრამ ხან არ გაუმართლათ და ხან ისრაელის დაცვა თამაშობდა უშეცდომოდ.
დფსდფსდფსდ
მაინც ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ. ქეცბაიამ შექმნა მებრძოლი მოტივირებული გუნდი. უწინდელისგან განსხვავებით, ვერავინ იტყვის, ნაკრების წევრებმა თავი დაზოგეს, ფეხებს უფრთხილდებოდნენ და თავიანთ კლუბებში თავგამოდებით თამაშობდნენო. ვისაც რა შეეძლო, ის გაიღო, დადო მინდორზე. არადა 3-4 ფეხბურთელის გარდა, ყველანი ლეგიონერები არიან.

სასიამოვნოა ახალგაზრდა ჯანო ანანიძის მოთმინება, თუ საბერძნეთთან შეცვლაზე შემოიყვანა ქეცბაიამ, ისრაელთან ორივე ტაიმში ენდო. ანანიძე და მისი თაობის ბიჭები ის ბირთვია, რომელზეც ნაკრები უნდა დაშენდეს. შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერც მოვიპოვოთ, მთავარია ძლიერი, ყველასთვის ანგარიშგასაწევი ნაკრები შევქმნათ და მერე, რომელიმე დიდ ტურნირზეც ვითამაშებთ და თანაც არა ერთხელ. აბა, რაულ კუპერის დროინდელი საქართველოს ნაკრები რა იყო? ვისაც არ ეზარებოდა, ყველა გვიგებდა და თან სამარცხვინოდ.
დფსდფსდფსდ
დფსდფსდფსდ
ფეხბურთიდან წასულ და უკან დაბრუნებულ თორნიკე აფციაურს ზესტაფონმა მისცა თავის გამოჩენის შანსი. ძალიან კარგია, ეს ტექნიკური და უნიჭიერესი ფეხბურთელი ქეცბაიამ ნაკრებში რომ მიიწვია. მართალია, შეცვლაზე შეიყვანა და 15 წუთში განსაკუთრებული ვერაფერი მოასწრო აფციაურმა, მაგრამ თუ მას ნაკრებში თამაშის შანსი მიეცა, ეს ფეხბურთელი უთუოდ იტყვის თავის სიტყვას. გამოსარჩევია ნუკრი რევიშვილის თამაში. ქართველ მეკარეთა არასაიმედო ასპარეზობას, მათ თითო-ოროლა შეცდომას მაინც თითო თამაშში, რომელიც გოლის ფასად გვიჯდებოდა, ისე მივეჩვიეთ, რომ რევიშვილმა სასიამოვნოდ გაგვაოცა. საბერძნეთის ნაკრებთან უშეცდომოდ ითამაშა, ისრაელთან – მცირე ხარვეზებით, მაგრამ გუნდი არ უზარალებია. კარგა ხანია საქართველოს ნაკრების კარში ასეთი საიმედო გოლკიპერი არ მდგარა. ცხადია, ასევე საიმედოდ ითამაშეს დაცვამ და ნახევარდაცვამ. მათი მინიმალური შეცდომების წყალობით იყო, რომ რევიშვილმა ორ მატჩში ერთი ბურთი გაუშვა და ისიც მისი ბრალი არ ყოფილა.
დფსდფსდფსდ
მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველოს ნაკრებში გამოკვეთილია, ეს მაღალი კლასის ფორვარდის არყოფნაა. ჩვენს გუნდს ნაღდი მეგოლე არა ჰყავს, აი, ასეთი, შოთა არველაძე რომ იყო... ორმა მატჩმა დაგვანახა, რომ მთელი გუნდის მონდომება და შემართება, სწორედ ერთი უებრო მეგოლის არყოფნის გამო წყალში იყრება. იმედია, ქეცბაიას გუნდს მალე კარგი ცენტრფორვარდიც წამოეწევა და ყველაფერი დალაგდება.

მთავარია, გუნდს ჟინი და შემართება არ აკლია. გამართულ და ტაქტიკურად თითქმის უნაკლო ფეხბურთს თამაშობს. თემურ ქეცბაია ახერხებს თითოეული ფეხბურთელისგან ის მაქსიმუმი გამოწუროს, რისი პოტენციალიც აქვთ. პოტენციალი კი, დამეთანხმებით, რამდენიმე ფეხბურთელს მართლაც ძალიან დიდი გააჩნია. აქვე აღსანიშნავია, რომ ქეცბაია არც მარტო ლეგიონერებს დაყრდნობია და არც კუპერივით ზედმეტად ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშეთა იმედად ყოფილა. დიახ, ნაკრების ბირთვი ლეგიონერები არიან, მაგრამ ვინც შინაურ ჩემპიონატში გამოიჩინა თავი, მათაც მისცა შანსი თავისგამოდებისა.
მოკლედ, თუ ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც მიდის და რაიმე არ მოხდა, ქეცბაიას აქვს სოლიდური შანსი, ისეთი ნაკრები შექმნას, რომელსაც არც ქომაგი მოაკლდება და ერთ მშვენიერ დღესაც ევროპის თუ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურსაც მოიპოვებს.
დფსდფსდფსდ
დფსდფსდფსდ
აქვე ერთ პრობლემასაც შევეხოთ, რომელზე პრეტენზიაც ქართველმა ფეხბურთელებმა გამოთქვეს და თემურ ქეცბაიამაც მხარი აუბა. კერძოდ, მათ ერთხმად აღნიშნეს, ეროვნული სტადიონის მინდვრის საფარი არ ვარგოდა და საერთაშორისო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდაო. რაკიღა მატჩი გაიმართა, ეს ნიშნავს, რომ უეფას დელეგატმა ჩათვალა მინდორი სათამაშოდ ვარგისად, თუმცა, მასაც აღუნიშნავს, რომ მინდორი არ იყო საუკეთესო მდგომარეობაში. ეს სტადიონის დირექტორმა შახოვმაც აღიარა. შახოვმა ეს 3-თვიანი თბილისური სიცხეებით ახსნა, რა გვექნა, მინდორს, რაც შეგვეძლო, ვუვლიდით, მაგრამ ნიადაგი გამოიფიტაო. სიცხე და გვალვა არ ამარტო თბილისში იყო, მაგრამ ყველგან მოახერხეს სტადიონების ნორმალურ პირობებში შენახვა.
დფსფსდფსფს
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)
კომენტარი