სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იანვარში იქნება მეხუთე ტალღა! – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის თქმით, იანვარში ვირუსის მე-5 ტალღაა მოსალოდნელი. ის საზოგადოებას სიფრთხილისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„კიდევ იქნება სხვა ტალღებიც. არ დაგავიწყდეთ, იანვარში იქნება მეხუთე ტალღა! ამ ვირუსს 5 თვიანი ციკლი აქვს, რატომ ამდენი თვე, არავინ იცის. სასწრაფოდ ჩასაკეტია ქვეყანა. პოლიტიკოსები უნდა დაჯდნენ, მოილაპარაკონ და რაღაც კონსესუსამდე მივიდნენ.

რაც შეეხება ვაქცინაციას, ახლა ვართ ძალიან მძიმე სიტუაციაში, განსაკუთრებით ის ხალხი, რომელიც 24 საათის განმავლობაში რეკლამას უკეთებდნენ ჩინურ „გოგლი მოგლის“. ახლა რა გეშველებათ მითხარით! რა უნდა უთხრათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეუბნებოდით, ჩინური ვაქცინა მაგარიაო.

კი ბატონო, ჩინური ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამტკიცა, უჰანური ვირუსის სამკურნალოდ, მაგრამ აღარ არის ბატონო უჰანური ვირუსი, ის აღარ არსებობს. ახლა „დელტა“ (ინდური შტამია). მათთვის ვინც ჯერ კიდევ არ იცის, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თავდაპირველად იყო უჰანური ვირუსი, შემდეგ გაჩნდა ბრიტანული ვირუსი, რომელიც 40 %-ზე მეტად ვერაგი იყო გავრცელების თვალსაზრისით, ვიდრე უჰანური. მერე გაჩნდა „დელტა“ შტამი, რომელიც არის ბრიტანულზე 60-ჯერ უფრო ვერაგი გავრცელების თვალსაზრისით.“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100