სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი სკანდალი: ფიფა-უეფა აფხაზეთს რუსეთს უერთებს?

ახალი სკანდალი მწიფდება ქართულ-აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებში... ჩვენი ქვეყნის მოწინააღმდეგეებმა ამჯერად ფეხბურთი შეარჩიეს...
„დრონი.ჯი“ რამდენიმე დღის წინაც წერდა სეპარატისტული სოხუმის „დინამოს“ რუსულ ჩემპიონატში გადასვლის შესაძლებლობებზე და აი, ამ ამბის სკანდალური გაგრძელებაც: რუსული „სოვეტსკი სპორტის“ ცნობით, ფიფა-უეფამ რეკომენდაცია უკვე გასცა!
დანამდვილებით ვერ გეტყვით, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია რუს ჟურნალისტებს. არც იმას გამოვრიცხავთ, ეს ყველაფერი შავი პიარის შემადგენელი დეზინფორმაცია იყოს, თუმცა მაინც საგანგაშოდ გვეჩვენება, რომ ლამის ყოველდღიურად იზრდება სოხუმის „დინამოს“ „გარუსების“ შანსი.

„ფიფა-უეფას რეკომენდაციით, სოხუმის „დინამო“ ამ სეზონს აფხაზეთის ჩემპიონატში ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში უფლება ექნება, რუსეთის მეორე დივიზიონში გადავიდეს“, – აი, ეს ცნობა გაავრცელეს გუშინ რუსულმა სააგენტოებმა.
ამ ყველაფერს სეპარატისტების ნაბიჯიც უმალ მოჰყვა: სოხუმის „დინამოს“ კონსულტანტად ცნობილი მწვრთნელი ოლეგ დოლმატოვი დაინიშნა!
დოლმატოვი აფხაზეთშია დაბადებულ-გაზრდილი, თუმცა რუსეთის მოქალაქე გახლავთ. სოხუმურ კლუბში ის 1990-91 წლებშიც მუშაობდა, ბოლოს კი რუსული „როსტოვის“ თავკაცი იყო.
„ჯერჯერობით იმაზე ლაპარაკი არ არის, რომ მე „დინამოს“ მწვრთნელი გავხდები. შეთანხმება მხოლოდ იმის თაობაზე გვაქვს, რომ სოხუმელებს რჩევებით და სხვადასხვა სახის კონსულტაციით დავეხმარები“, – განუცხადა დოლმატოვმა ჟურნალისტებს.
ვფიქრობთ, უკვე დროა, ქართული მხარე რეალურად გადავიდეს საქმეზე და მხოლოდ ფიფა-უეფას იმედზე აღარ იყოს. გაგრძელება ალბათ იქნება და იმედი დავიტოვოთ, რომ ოკუპანტებისა და სეპარატისტების მზაკვრულ ჩანაფიქრს ასრულება არ უწერია...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100