სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექსპერტ-კრიმინალისტი: პატიმრებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის კადრები დადგმულია (VIDEO)

ლიტველი ექსპერტ-კრიმინალისტი რომას რაუდუსი გლდანის მე–8 დაწესებულებაში, პატიმრებზე განხორციელებულ სექსუალური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს.

რაუდუსი BBC-ს რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ პატიმრებზე განხორციელებულi სექსუალური ძალადობის ფაქტები დადგმულია.

როგორც BBC იუწყება, ლიტველმა ექიმმა პატიმრებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ პირველად ტელევიზიით შეიტყო, რის შემდეგაც, ლიტვის იუსტიციის მინისტრმა ის საქართველოში გამოგზავნა.

მისი თქმით, საქართველოში ყოფნის დროს, იმ ორ პატიმართან გასაუბრების საშუალება მიეცა, რომლებიც კადრებში არიან.

„ვინაიდან, საქართველოში ქვეყნის პროკურატურის მოწვევით ვიმყოფებოდი, დავინტერესდი, მართლაც ჰქონდა თუ არა მათზე ადგილი სექსუალურ ძალადობას. პატიმრებმა მათ წინააღმდეგ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტი უარყვეს. დეტალების ახსნისგან კი, თავი შეიკავეს. არც ის თქვეს თუ როგორ აღმოჩნდნენ ისინი ამ ფილმში. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ უფრო მეტი იცის. მათ მხოლოდ ის მითხრეს, რომ ისინი გააფრთხილეს, დამდგარიყვნენ იმ პოზიციაზე, რაც ფილმში უჭირავთ და ეკეთებიანათ ის, რაც გააკეთეს. ასეთი სექსუალური ძალადობის ნიშნები ადამიანის სხეულზე წელზე მეტ ხანს რჩება, მე მათზე ასეთი სახის ნიშნები ვერ ვიპოვე. რასაკვირველია, ადამიანები მალავენ იმ ფაქტებს, რისიც მათ ცხვენიათ, მაგრამ მსგავსი სახის დაზიანებები, რომელიც ფილმში ნაჩვენები ვიდეოს მიხედვით, მათ უნდა ჰქონდეთ, სხეულზე დიდი ხნის განმავლობაში რჩება“, – განაცხადა რაუდუმ.

BBC-იმ მოგვიანებით ინტერვიუ „ქართული ოცნების“ წევრ ირაკლი ალასანიასგანაც აიღო, სადაც აღნიშნა: „მინდა გითხრათ, რომ წამების ეს სასტიკი სცენები ტელევიზიით გავრცელდა და ის ქართულმა საზოგადოებამ ნახა. აღნიშნული კადრები სისტემის პრობლემებზე მიუთითებს. ხოლო ის, რასაც ექიმი ამბობს დამაჯერებლობას მოკლებულია.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100