სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიჭუნა ტერფების გარეშე - მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ (ვიდეო)

11 წლის ბრაზილიელი გაბრიელი, ტერფების გარეშე დაიბადა. მან საკუთარი შესაძლებლობებით საფეხბურთო სამყაროში მოღვაწე პირების გაოცება შეძლო და ესპანეთის ერთ-ერთ სპორტულ სკოლაში მიწვევაც მიიღო.

გაბრიელი პირველი შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვია, რომელიც „ბარსელონას“ საფეხბურთო აკადმიაში ისწავლის. ბიჭუნა აღმერთებს ფეხბურთს და მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვისა, იგი მთელი დღის განმავლობაში ვარჯიშობს.

ერთადერთი რამ, რაც გაბრიელს მისი თანატოლებისგან განასხვავებს, გახლავთ ის, რომ ბიჭუნა ტერფების გარეშე დაიბადა და მთელი ცხოვრების მანძილზე იძულებულია სპეციალური პროთეზები ატაროს.

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობის ყურადღება ბიჭუნას ისტორიამ გასულ თვეს, სპეციალური რეპორტაჟის მეშვეობით მიიპყრო. მეორე დღესვე ბიჭუნამ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის განკუთვნილი საზაფხულო ბანაკიდან მიიღო.

მწვრთნელები აღნიშნავენ, რომ გაბრიელის შესაძლებლობები ყოველდღიურად იწვევნ მათ გაოცებას. ბიჭუნა დასახული მიზნის რეალობად ქცევისთვის დაუღალავად იბრძვის.

თავად გაბრიელი კი ამბობს, რომ მისი ოცნება „ბარსელონას“ სრულფასოვანი წევრობაა. გაბრიელი დანებებას არ აპირებს, მას საკუთარი ძალების სჯერა და თვლის, რომ რამდენიმე წელიწადში ლიონელ მესისთან ერთად თამაშს შეძლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100