ამერიკელმა ბლოგერმა 9 წუთში 120 ნაგეთსი შეჭამა (ვიდეო)
ამერიკელმა Youtube-რმა მეტ სთოუნიმ 9 წუთში 12 ნაგეთსი შეჭამა და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. ის საკვების სისწრაფეზე ჭამით პროფესიულად არის დაკავებული და მის ვიდეოებს ათობით მილიონი ნახვა აქვს.
2012 წელს ბლოგერმა „მაკდონალდსის“ ნაგეთსების სწრაფად ჭამის რეკორდის დამყარება გადაწყვიტა და 120 ცალი 14,5 წუთში შეჭამა. 9 წლის შემდეგ მან ამ გამოწვევის გამეორება გადაწყვიტა და ამჯერად 120 ნაგეთს 9 წუთსა და 22 წამში მოერია.
120 ნაგეთსის წონა დაახლოებით 2 კილოგრამია და ის 4 920 კილოკალორიას შეიცავს.
კომენტარი