ყველაზე იაფფასიანი ვაქცინა AstraZeneca-ა - უცხოური პრესა ვაქცინების ფასებს ასაჯაროებს
კოვიდ ვაქცინების ღირებულების შესახებ healthline-ი ინფორმაციას აქვეყნებს, როგორც ირკვევა ყველაზე იაფფასიანი ვაქცინა AstraZeneca-ა და აცრის ერთი დოზის ღირებულება 3 დოლარია, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული Moderna-ს ვაქცინაა და მისი ფასი 37 დოლარს შეადგენს.
გამოცემა ხუთი ვაქცინის ღირებულებაზე ინფორმაციას ასაჯაროებს:
Moderna-ს თითოეული დოზა დაახლოებით 32-დან 37 დოლარამდე ღირს.
Pfizer-ის ვაქცინა, რომელიც ასევე მიიღება ორ დოზად, სავარაუდოდ 19,50 დოლარი ღირს.
Johnson & Johnson-ის ვაქცინის თითოეული დოზა სავარაუდოდ 10 დოლარი ღირს,
AstraZeneca– ს ვაქცინა შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე იაფია და მისი ღირებულება მხოლოდ 3- დან 4 დოლარამდე მერყეობს.
NovaVax-ის ვაქცინის ფასი 16 დოლარს შეადგენს.
გამოცემის ცნობით, ამ ხარჯებს ვაქცინის შესანახად აუცილებელი მოწყობილობების შესაძენი თანხაც ემატება და ამავე დროს, არცერთი ვაქცინის მწარმოებელი კომპანია ვაქცინის საცალო ფასის დადგენაზე რეგულაციებს არ ექვემდებარება, შესაბამისად ფასწარმოქმნაში თითოეული კომპანია თავისუფალია.
კომენტარი