ინდოეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს კოვიდინფიცირებული პაციენტები ემსხვერპლნენ
ინდოეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს კოვიდინფიცირებული პაციენტები ემსხვერპლნენ. შემთხვევა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე აჰმედაბადში მოხდა. ამის შესახებ Aljazeera წერს.
ადგილზე მისულ მეხანძრეებს ხანძრის ჩასაქრობად საათნახევარი დასჭირდათ. საავადმყოფოში მყოფი 35 პაციენტი სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ხანძრის გამოწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
კომენტარი