სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჭოროხის ნაპირას მანქანიდან გარეთ აღარ მიშვებდა, ხელები მანქანის ღვედით შემიკრა, მკოცნიდა და სექსუალურ კონტაქტს მაიძულებდა" - 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის კაცს 6 წელი მიუსაჯეს

ხელვაჩაურში მცხოვრები 29 წლის კაცს 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის 6 წელი მიუსაჯეს. ახალგაზრდას არასრულწლოვნის გაუპატიურებასაც ედავებოდა ბრალად, თუმცა ეს სასამართლომ არ დაადასტურა.

საქმის მასალების თანახმად, შემთხვევა ღამის საათებში, ჭოროხის სანაპიროზე მოხდა. 29 წლის ბრალდებულმა 15 წლის მოზარდი თავის კუთვნილ მიკროავტობუსში გაიცნო და მასთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში გააგრძელა.

დაზარალებული გოგოს ჩვენებით, მას ბრალდებულმა სახლში საღამოს მიაკითხა და დალაპარაკება სთხოვა. მიკროავტობუსი ჭოროხის სანაპიროზე გაჩერდა და ბიჭი მანქანიდან გარეთ აღარ უშვებდა, კოცნიდა და სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა. მოგვიანებით, გოგოს ხელები ბრალდებულმა მანქანის ღვედით შეუკრა. გოგომ სახლში დაბრუნება დილის 6 საათზე შეძლო. მას მშობლები ეძებდნენ და პოლიციისთვის უკვე მიმართული ჰქონდათ.

საქმის მასალების თანახმად ბრალდებულს საკუთარ მობილურ ტელეფონში 15 წლის გოგოსთან კოცნა ვიდეოთი ჰქონდა გადაღებული.

ბრალდებულმა დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ გოგოს მოეფერა, მაგრამ ეს მისი თანხმობით გააკეთა და ვიდეოც მისი თანხმობით გადაიღო. ბრალდებული ირწმუნება, რომ არ იცოდა, თუ გოგო 16 წლის არ იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100