ქართველი მორაგბეების პროტესტი რუსეთში, თვალზე აფარებული ხელით - ორ სპორტსმენს კონტრაქტი შეუწყვიტეს
ანტირუსული აქციისთვის სოლიდარობის გამოხატვის გამო, ქართველი მორაგბეები დასაჯეს.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებისთვის სოლიდარობის გამოხატვისთვის რუსეთში ქართველ მორაგბეებს კონტრაქტი შეუწყვიტეს.
საუბარია, საბა ილურიძესა და რეზი ბროძელზე. ისინი თბილისში ხვალ ბრუნდებიან. მათ რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში მეტოქის ნახევარზე დადებული ლელო ცალ თვალზე ხელის აფარებით იზეიმეს. შედეგად გუნდ „სლავაში“ მოასპარეზე ორივე მორაგბე კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდიდან გააძევა.
კომენტარი