ზურა ჯაფარიძე: იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გადავუგზავნე "პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი", რის შემდეგაც დააჭირა ჩამოტვირთვის ღილაკს და ჩაუჯდა საყურებლად
ზურა გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:
"გუშინწინ რომ დეპუტატებს პორნოს ბმული გავუგზავნე
აგერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არა მხოლოდ მიიღო ეს ბმული, არამედ ... wait for it ... გადმოქაჩა და უყურა.
ანუ, ვაზუსტებ:
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოფიციალურ, პარლამენტის ელ. ფოსტის მისამართზე მიიღო ბმული სათაურით - ‘პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი’, რის შემდეგაც დააჭირა ჩამოტვირთვის ღილაკს და ჩაუჯდა საყურებლად
მტკიცებულება - სქრინზე პირველი ხაზი
ჰოდა, იმ ხალხს რისთვის სვამენ 4-დან 8 წლამდე?" - წერს პოლიტიკოსი და ფოტო სქრინსაც აქვეყნებს.
კომენტარი