„დღეს პირველად ვთქვი შვილზე უარი...ვიცი ჩემი უახლოესი ადამიანები გაოგნდებიან ამ ამბით" - გიორგი პაპკიაური ამ სევდიან ამბავზე პირველად საუბრობს
მომღერალი გიორგი პაპკიაური ძალიან პირადი ამბით. მომღერალი შვილის შესახებ აქამდე უცნობ ისტორიას გვიყვება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს პირველად ვთქვი შვილზე უარი!
უკვე 15 წელია მამა ვარ...
ჩვენი პირველი შეხვედრაც კარგად მახსოვს: გემრიელი,ძალიან გემრიელი სუნი,ნამცეცივით პატარა იყო,წერტილივით ცხვირი ჰქონდა,რომელზეც ხშირად ვკბენდი:)
პირველად მამა რომ დამიძახა სიხარულისგან ყვირილი დავიწყე,ხალხში სპეციალურად ვიქცეოდი ისე, რომ მამა დაეძახა და ყველას სცოდნოდა რომ ეს მაგარი ბიჭი ჩემი იყო:)ის კი ისედაც სულ მამას გაიძახოდა))თუ დედა დატუქსავდა, მორბოდა ყვირილით: "მამა,მამა დედა გამოაჯანმრთელე მეჩხუბებაო" (ეს ასეთი ხუმრობა გვქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით).
მერე წამოიზარდა, ვუკითხავდი ზღაპრებს, ვსეირნობდით,ვთამაშობდით, ერთად ვაწყობდით პაზლებს და ასე გაგვყავდა დღე) ბაღში და შემდეგ პირველ კლასშიც მე შევიყვანე, აქაც ემოციები და სიამაყე მავსებდა, რადგან ძალიან ნიჭიერი და გონება გახსნილი იყო...როცა ცუდად იყო მუცელზე მაწვებოდა, გულზე დამადებდა თავს და დილამდე გაუნძრევლად ეძინა ხოლმე))
ასე მეგობრულად ვცხოვრობდით 7 წლის მანძილზე მანამ, სანამ მეუღლეს არ დავშორდი...
რა თქმა უნდა ეს რთული პროცესი იყო და ბევრი სირთულე ახლდა.
იმ დღის მერე რამოდენიმეჯერ ვნახე, სკოლისთვის წიგნები ვუყიდე და გაქრა ჩემი ცხოვრებიდან.
აი უკვე რამდენი წელია გასული და არასოდეს არ დამვიწყებია, ყოველთვის ვიხსენებ ჩემთვის, ყოველთვის მენატრება და რათქმაუნდა, მიყვარს,არასოდეს მითქვამს მასზე უარი. სულ ვიცოდი, რომ მამა ვარ და მყავდა შვილი...
ასე იცოდა ყველა მეგობარმა, ახლობელმა, საყვარელმა ადამიანმაც და უცხომაც...
შეკითხვაზე შვილი გყაავს? პასუხი ყოველთვის იყო - კი,ბიჭი!
დღეს კი პირველად, როცა საბუთების საკითხს ვაგვარებდი, პირველად მომიწია შვილზე უარის თქმა და პასუხი იყო არა,არ მყავს შვილი. და ამ პასუხმა შინაგანად დამანგრია((
საქმე იმაშია, რომ მე ბავშვიანი ქალი მოვიყვანე ცოლად და ის ბავშვი იმდენად პატარა იყო, რომ დედაჩემსაც კი ვატყუებდი, რომ ჩემი იყო. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი ყოფილიყო კომფორტულად...ბევრი წელი გავიდა რაც ერთად არ ვართ, მაგრამ არასოდეს მითქვამს, რომ ის ჩემი არ არის, ან არ იყო. რაღაც შინაგანი არ მიშვებდა,ნამუსიც არ მაძლევდა ამის უფლებას,ბევრი ურთიერთობა გამფუჭებია იმის გამო, რომ შვილი მყავდა მაგრამ არ ვნანობ!!
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სხვისი შვილის მამობა არ არსებობს. არსებობს უბრალოდ მამობა და მე მამა ვარ. ჩემი შვილის მამამ, ვინც თავისით მიწოდა მამა და უფლება მომცა მისთვის მამობა გამეწია!მე მამა ვარ და სულ ასე იქნება!
პ.ს
ვიცი ჩემი უახლოესი ადამიანები გაოგნდებიან ამ ამბით, მაგრამ ბოდიშის მოხდით ვეტყვი მათ, რომ არ გატყუებდით...მართლა მამა ვარ. ისეთი მამა, როგორსაც უმრავლესობა მამინაცვალს ეძახის. მე კი არ ვყოფილვარ მამინაცვალი“
- წერს გიორგი პაპკიაური.
კომენტარი