ლიბიაში 227 მილიონი დოლარი თვითმფრინავით ჩაიტანეს
დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა დღეს ლიბიის დედაქალაქში 227 მილიონი დოლარი ჩაიტანეს. სწორედ ეს თანხა შეადგენს გადაანგარიშებულად - 280 მილიონ ლიბიურ დინარს და დიდმა ბრიტანეთმა გაყინული ანგარიშების განბლოკვის შემდეგ ტრიპოლიში სწორედ ეს თანხა გაგზავნეს: თვითმფრინავის საბარგო განყოფილება ფულით იყო სავსე.
როგროც ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, ეს პირველი ნაწილია იმ გაყინული თანხისა, რაც რეალურად, ლიბიელ ხალხს ეკუთვნის. საერთო ჯამში დიდმა ბრიტანეთმა 1, 5 მილიარდი დოლარი გაყინა.
ფულით დატვირთული თვითმფრინავის დაფრენის გამო ტრიპოლის აეროპორტში დაცვის უპრეცენდენტო ზომები მიიღეს.
კომენტარი