სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნახეთ რას წერს ირაკლი მაქაცარია "ცეკვავენ ვარსკვლავების" დასრულების შემდეგ

"ცეკვავენ ვარსკვლავები" დასრულდა. პროექტის გამარჯვებული გიორგი ბახუტაშილი გახდა. ირაკლი მაქაცარია კი მეორე ადგილის მფლობელი. პროექტის დამთავრების შემდეგ აი რას წერს მაქაცარია:

"ჩემო უსაყვარლესებო! პირველ რიგში მინდა ბახუტას და ჯულიანას მივულოცო გუშინდელი გამარჯვება, ისინი მთელი სეზონის მანძილზე ნამდვილად დაუღალავად შრომობდნენ და ენერგიას არ იშურებდნენ იმისთვის რომ მაყურებლისთვის მიენიჭებინათ ის სიამოვნება რასაც სცენაზე წარმოადგენდნენ! თქვენ ნამდვილად ღირსეული მეტოქეები იყავით ჩვენთვის (მხოლოდ სცენაზე).

მინდა სათითაოდ თითოელ თქვენთაგანს უსაზღვრო პატივისცემა, სითბო და სიყვარული გამოგიხატოდ იმ შეგრძნებებისთის, იმ ენით აღუწერელი ემოციისთვის რასაც თქვენგან ვგრძნობდით როგორ განიცდიდით თითოეულ ჩვენ ნაბიჯს, სუნთქვას და ემოციას. პირველივე დღიდან არ გვაძლევდით მოდუნების საშუალებას და მუდმივად გვიბიძგებდით იმისკენ რომ უფრო მეტი გაგვეკეთებინა და გავმხდარიყავით იმაზე უკეთესები ვიდრე ვიყავით გუშინ. ხალხის სიყვარულზე დიდი საჩუქარი ადამიანისთვის არ არსებობს არაფერი და ჩვენ ეს მთელი არსით შევიგრძენით. ამ პროექტმა უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება, უსაყვარლესი ადამიანები და ბევრი ჩემთვის დაუვიწყარი ცეკვის ემოცია შემძინა, რომელიც ყოველთვის ულამაზეს ცხოვრების პერიოდად დაგვრჩება.

ჩემს იდეალურ პარტნიორს რაც შეეხება, ის მსოფლიო დონის ნებისმიერ მოცეკვავეზე მაღლად დგას ჩემთვის 1000000 -თავით. ბედნიერი ვარ რომ მქონდა პატივი შენს გვერდით ვმდგარიყავი სცენაზე და რაც ყველაზე მთავარია უბრალოდ ბედნიერი ვარ რომ შენნაერი ადამიანი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, შენ საუკეთესო ხარ!

უბედნიერესი ვარ რომ მყავს ისეთი ოჯახი და მეგობრები რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს მთელს დედამიწის ზურგზე. ჩემი ამ პროექტში შესრულებული ყველა ცეკვა გეძღვნებათ თქვენ და რაც მთავარია ჩემ უთბილეს ბებია-ბაბუებს, რომლებიც ზუსტად ვიცი რომ ყველაზე ბედნიერები იქნებოდნენ რომ ყოფილიყვნენ გუშინ დარბაზში. P.S. მადლობა ცეკვავენ ვარსკვლავების და იმედის მთელ გუნდს რომ ქმნით ესეთ გრანდიოზულ და დაუვიწყარ მეგა პროექტებს!" - წერს ირაკლი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100