
4 წელი ერთი ვარდისფერი, ერთიც წითელი ტრუსისა და ერთი შავი ფერის ბიუსჰალტერის ქურდობისთვის - რა მოხდა გორში?
გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ბიუსჰალტერი და ტრუსები მოიპარა.
რადიო
„მოზაიკას“ ცნობით, ბრალდებულმა რამდენიმე სახლში უკანონოდ შეაღწია. ერთი
საცხოვრებელი ბინიდან ჯ.ჯ-მ 100 დოლარიანი კუპიურა, ერთი ვარდისფერი, ერთიც
წითელი ტრუსი და ერთი შავი ფერის ბიუსჰალტერი მოიპარა. მეორე ბინიდან კი -
მობილური ტელეფონი "ნოკია აშა 530" და სახლის ეზოდან 1 ცალი ლურჯი
საცვალი. ბრალდებულმა დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. კერძოდ,
სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებს ჯ.ჯ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და
სკამი დაარტყა სხეულზე რამდენჯერმე. აღნიშნული დანაშაულების გამო ჯ.ჯ -ს
გორის რაიონულმა სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
კომენტარი