სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტის პირველი დღე დაცვის გარეშე

საქართველოს პრეზიდენტი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. აეროპორტში იგი მეუღლესთან ერთად, დაცვის გარეშე მივიდა და ავტომანქანასაც თავად მართავდა.

კადრები, რომელიც ქვეყნის პირველი პირის გადაადგილებას ასახავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო ჯგუფმა გადაიღო.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სამსახურით სარგებლობაზე უარი გუშინ თქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ერთპიროვნულად გაათავისუფლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია და დაცვით სარგებლობის სანაცვლოდ პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე დათანხმება მოსთხოვა.

 

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100