შვიდი მარტივი საშუალება წონაში დასაკლებად
დღიური კალორაჟის მხოლოდ 500 კალორიით შემცირების შემთხვევაში შეიძლება დავიკლოთ, სულ მცირე, ნახევარი კილოგრამი ერთ კვირაში. არსებობს რამდენიმე მარტივი საშუალება, რომელიც წონაში სტაბილურად დაკლებაში დაგვეხმარება:
უარი თქვით ნაღებით შეზავებულ ყავაზე. უმჯობესია, დალიოთ ესპრესო – მასში მხოლოდ 30 კალორიაა! საკვები მცირე ზომის თეფშიდან მიირთვით. მაგ. 30 სმ–ის დიამეტრის მქონე თეფში შეცვალეთ 25 სანტიმეტრიანით. ამ გზით დაახლოებით 500 კალორიას დაზოგავთ.უარი თქვით ტკბილ გაზიან სასმელებზე. 300მლ გაზიანი სასმელში 150–180 კალორიაა. სულ მცირე, სამ ქილა სასმელზე უარი და შედეგიც არ დააყოვნებს!
მეტი იმოძრავეთ. შეეცადეთ ადგეთ და წინ და უკან იაროთ ტელეფონით საუბრის დროს ან მაგიდასთან ჯდომისას უბრალოდ წაიღიღინეთ და ფეხებით აყევით მელოდიას.არ ჭამოთ ტელევიზორთან ჯდომის პარალელურად. ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ტელევიზორს ყურების დროს ჩვენ საშუალოდ 288 კალორიით მეტს მივირთმევთ.
კვება დაასრულეთ მანამდე, სანამ იგრძნობთ სიმაძღრეს. შეეცადეთ, თეფშზე ულუფის 25% დატოვოთ. თუკი ჩვეულებრივ 2000 კალორიას იღებთ, ამ გზით შეძლებთ 500 კალორიის დაზოგვას.გამოიძინეთ. უძილობა ან ძილის დეფიციტი გვაიძულებს უფრო მეტი და უფრო ხშირად მივირთვათ.
კომენტარი