სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი: „შედი, ქალო, ბუტკაში!..“ (ვიდეო)

ბიძინა ივანიშვილს ანეკდოტები უყვარს, მაგრამ მათი მოყოლა აშკარად არ ეხერხება. არა, იქნებ ჰყვება კიდეც სასაცილოდ ვიწრო წრეში, ამას ჩვენ ვინ გვეტყვის, მაგრამ აი, საჯაროდ ნამდვილად არ გამოსდის. თუმცა, მაინც რომ არ ეშვება?

ჯერ იყო და, მიტუაზე ისეთი ანეკდოტი მოჰყვა ცოტა ხნის წინ, შურიან ადამიანსაც კი დაეთუთქებოდა გული: მიტუას ეუბნებიან, ჭკვიანად თუ არ იქნები, შენს საკითხს ბიუროზე დავსვამთო და მიტუამაც მიუგო: „იჯდეს, რა!“ - ჯერ ანეკდოტი ანეკდოტად, მაგრამ მერე მისი მოყოლის ხელოვნება? არა, არის ბატონ მილიარდერში რაღაც, ცხონებული ქართლოს კასრაძისეული...

დღეს ბიძინა ივანიშვილმა კაბინეტი წარადგინა. უკაცრავად - მინისტრთა კაბინეტი. სწორედ დღევანდელი დღე შეიძლება ჩაითვალოს ბიძინა ივანიშვილის მიერ მოყოლილი საუკეთესო ანეკდოტის დღედ - მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაშია კახა კალაძე, რომელმაც უკვე მოსწარო რეკორდის დამყარება და ჯერ არშემდგარ მთავრობაში უკვე მეორე მინისტრის თანამდებობას ირგებს: ის ენერგეტიკის მინისტრი ხდება...

კახა კალაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან გულწრფელად აღიარა: „მართალი გითხრათ, ენერგეტიკაში არანაირი გამოცდილება არ მაქვს“. ამის მიუხედავად, ყოფილი ფეხბურთელსა და ყველაზე ტიტულოვან ქართველი მობურთალს სოციალურ ქსელებში ქილიკის ტალღა დაატყდა თავს:

„კალაძის ნაბიჯი კარში ჩადგომის ტოლფასია“;

„კალაძეს პარლამენტში ჯდომა „ზაპასში“ ჯდომა ეგონა“;

„ახლა დაველოდოთ, როდის ჩავა კახა კალაძე სამეგრელოში, როდის მოინახულებს ჯვარს, გადახედავს ენგურჰესის კაშხალს და იტყვის: „გადაშენდი აქედან, რამხელა ყოფილა! ამას რა აავსებს...“ - ეს უკანასკნელი სტატუსი ფბ-ზე ამ სტატიის ავტორს ეკუთვნის, კომენტარებში კი ასეთი ფრაზებია:

„გზადაგზა შეაპარეთ, რომ გენერატორები და მართვის პულტი გალშია“;

„ფიდერასტების დრო ბრუნდება?“.

მოკლედ, კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრად წარდგენა, თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ მოყოლილ წარმატებულ თუ არა, ყველაზე პოპულარულ ანეკდოტად მაინც, მაგრამ მილიარდერი და კოალიციის ლიდერი ამით არ შემოფარგლულა, კიდევ ერთი ანეკდოტი გვტყორცნა. მართალი გითხრათ,ჩემთვის ამ ანეკდოტის შინაარსი და, მით უფრო, „მხატვრული ღირებულება“, რის გამოც მოყოლად უნდა ღირდეს, მაინც ბუნდოვანი დარჩა და თუ ამას ჩემში იუმორის ნაკლებობას დააბრალებთ, წაიკითხეთ და განმანათლეთ:

"ჭიათურაში რომ აფეთქებენ, ადრინდელია, ჩემი ბავშვობის დროინდელია... შედი ქალო ბუტკაშიო, ეძახიან, ქალი მიდის და იქ აფეთქებაა...
-არ ვარ იმნაირიო.
-შედი ბუტკაშიო!..
-არ ვარ მე იმნ...
შედი, აფეთქებაა, არ დაიღუპო, რანაირიც გინდა იყავიო.
იცით ეს ძველი ანეკდოტი იყო, ჭიათურაში ხო აფეთქებდნენ, მაღაროები იყო."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100