სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მედვედევის სკანდალური აღიარება: არსებულმა პოლიტიკურმა სისტემამ დრო მოჭამა

რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, "ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ პოლიტიკური სისტემის ძველმა მოდელმა თავი ამოწურა".

'ნათელია, რომ ჩვენთან პოლიტიკური სისტემის განვითარების ახალი სტადია იქნება. ის უკვე დაიწყო და დაიწყო არა რაღაც მიტინგებით, - ეს მხოლოდ გარე ქაფია, ადამიანური უკმაყოფილების გამოვლენა, - იგი დაიწყო იმიტომ, რომ ძველმა მოდელმა, რომელიც ბოლო წლებში ჩვენს სახელმწიფოს ემსახურებოდა, თავი ამოწურა”, - განაცხადა მედვედევმა და აქვე დასძინა, რომ “ედინაია როსიამ”, როგორც სახელისუფლებო პარტიამ ამის შესახებ პირველმა უნდა თქვას".

"მოდელი უნდა შეიცვალოს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილი დინამიური განვითარება. ჩვენ არც ბრმები ვართ და არც ყრუები, ჩვენ პასუხს ვაგებთ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და ამიტომ პოლიტიკური გარდაქმნის პროცესი თავად უნდა წამოვიწყოთ", - აღნიშნა მედვედევმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100