ტრაგედია თერჯოლაში - 3 წლის ბავშვმა შემთხვევით 6 წლის ძმა მოკლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 3 წლის ბავშვმა სანადირო თოფიდან შემთხვევით გაისროლა, რასაც მისი 6 წლის ძმა ემსხვერპლა.
მცირეწლოვანი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაასვენეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
კომენტარი