3 წლის ბავშვი, რომელიც პეკინზე დანით დაჭრეს, პალატაშია გადაყვანილი
გამვლელი ქალის მიერ დანით დაჭრილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მცირეწლოვანი ამ დროისთვის ჟვანიას კლინიკის პედიატრიულ განყოფილებაში, პალატაში იმყოფება. გუშინ მას სახეზე ოპერაცია ჩაუტარდა.
შეგახსენებთ, გუშინ პეკინის ქუჩაზე 51 წლის ქალი თავს 3 წლის ბავშვს დაესხა, რომელიც მშობლებთან და დასთან ერთად ქუჩაში მოდიოდა. ქალმა ბავშვს სახეზე დანით ჭრილობები მიაყენა. შემდეგ კი მის დაზე და მამაზეც გაიწია.
ბავშვს ღრმა ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა ლოყისა და ცხვირის მიდამოში.
51 წლის ქალი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არის დაკავებული.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
კომენტარი