სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

36 წლის მამაკაცმა დედას მრავლობითი ჭრილობა მიაყენა - შსს-ს განცხადება

პოლიციამ თელეთში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი გახსნა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანის გამოყენებით დედას - 1953 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100