სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მხატვარმა შექმნა ფოტო რობოტი, რომელიც მეგან მარკლისა და პრინც ჰარის მომავალი შვილის სავარაუდო ასლია

სასეკსის ჰერცოგინიის მეგან მარკლის ორსულობის ამბავმა საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. სხვადასხვა ქვეყნის ყვითელი პრესის ფურცლები აჭრელებულია ამ ამბის გარშემო სხვადასხვა სიახლეებით.

ვაშინგტონელმა მხატვარმა ჯო მალისნმა უკვე შექმნა მეგანისა და ჰარის მომავალი ბავშვის პორტრეტები, რადგან ჯერჯერობით უცნობია, წყვილი გოგოს ელოდება თუ ბიჭს, ამიტომ პორტრეტზე ორივე სქესია წარმოდგენილი. მისი გამოთვლებით, მომავალი პრინცი ან პრინცესა სწორედ ასეთი ვიზუალის იქნება.
როგორც ჯო მალინსი ირწმუნება, მან გამოიკვლია წყვილი გენეტიკა და შერწყმის შედეგად კომპიუტერულად ყველაზე ახლოს სწორედ ასეთი ვიზუალის მქონე ბავშვები მოერგო მათ საერთო გენეტიკას.
აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონელი მხატვარი უკვე მრავალი წელია პოლიციაში მუშაობს მხატვარ-გამომძიებლად და წლების წინ გაუჩინარებული ბავშვების უკვე ზრდასრულ ფოტო რობოტს ქმნის, რომელიც შემდგომში ეხმარება დაკარგულთა ოჯახებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100