სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვალერი კვარაცხელია და მისი ვაჟი პოლიციამ დააკავა

ვაკის პარკში მომხდარი დაპირისპირების შედეგად საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა ვალერი კვარაცხელია, მისი ვაჟი და სამოქალაქო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" წევრი ნიკა შაყულაშვილი. სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა ვაკის პარკთან პროტესტი საბჭოთა სიმბოლიკის მიტანის გამო გამოხატეს, რომლითაც ვალერი კვარაცხელია და მისი თანამოაზრეები დღეს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მივიდნენ. სწორედ ამის შემდეგ მოხდა ადგილზე დაპირისპირება.

შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციამ მოქალაქეების მიერ საბჭოთა კავშირის სიმბოლიკების გამოყენებაზე რეაგირება მოახდინა. სამართლადამცველები მოქალაქეებს სსკ-ის 154-ე პრიმა მუხლის შესაბამისად მოუწოდებდნენ, რომ შეენახათ სიმბოლიკები, რასაც ყველა მათგანი დაემორჩილა.

სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, „ძალა ერთობაშიამ“ ვაკის პარკთან პროტესტი საბჭოთა სიმბოლიკისა და საბჭოთა დროშების მიტანის გამო გამოთქვა, რომლითაც ვალერი კვარაცხელია და მისი თანამოაზრეები დღეს, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იმყოფებოდნენ. მისი თქმით, ამ დროს ვალერი კვარაცხელიამ შეაგინა ერთ-ერთ ქალბატონს, ხოლო მისი სამოქალაქო მოძრაობის მხარდამჭერმა ნიკა შაყულაშვილმა, კვარაცხელიას ამის საპასუხოდ კვერცხი ესროლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100