სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბერმა დიონისემ "თბილისელების" წინააღმდეგ ქარტიას მიმართა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო ბერი დიონისეს (საერო ცხოვრებაში ლაშა ბორძიკული) განცხადება ჟურნალთბილისელებისჟურნალისტის ხათუნა კორთხონჯიას წინააღმდეგ.

სადავო გახდა 25 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული სტატია "რა ურთიერთობა ჰქონდა მოდელ კობა ფარტენაძს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან და როგორ ავიწროვებდა მას მამა ანდრია თურმანიძე". განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნებული სურათი და სტატიის შინაარსი ერთმანეთს არ უკავშირდება და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე შეხება აქვს გახმაურებულ "ციანიდის" სკანდალთან. განმცხადებელი თვლის, რომ დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეათე (პირადი ცხოვრებაში შეჭრა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100