ნატა ფერაძე: ადამიანი გარდაიცვალა. კი არა და მოკლეს. როდემდე უნდა მისცეს საზოგადოებამ თავს უფლება სხვისი პარტნიორები განიხილოს?
"პარტიზანი მებაღე" ნატა ფერაძე ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
ადამიანი გარდაიცვალა. კი არა და მოკლეს.
როდემდე უნდა მისცეს საზოგადოებამ თავს უფლება სხვისი პარტნიორები განიხილოს? დავიჯერო ყველა, ვინც ტრანსგენდერებს განიკითხავს, ბედნიერია საკუთარი სექსუალური ცხოვრებით და "სწორი" პარტნიორით?
ან თუ თავად კმაყოფილია, რატომ მოითხოვს, რომ ყველას მისნაირი გემოვნება და ლტოლვა ქონდეს და ყველას მისი ქმარი(ცოლი) უყვარდეს?
თუ ბედნიერება სულაც არაა ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი? რატომ მოითხოვთ ბედნიერების ხარჯზე კლიშეებში და დოგმებში მოაქციოთ ყველა, საკუთარი შეხედულებების და მიდრეკილებების დათრგუნვის ხარჯზე, რატომ მოითხოვთ რომ იყვნენ უბედურები, მაგრამ ისეთები, თქვენ რომ გაგიხარდებათ?
საბედნიეროდ არიან ერთეული ადამიანები, ვინც არ შეუშინდა საზოგადოების ამ უმძიმეს წნეხს და სიცოცხლის რისკის ფასად ცხოვრობენ ისე, როგორც მათ უნდათ. ნუ თუ ამას ცხოვრება ქვია - უკვე მესამე მკვლელობაა ზიზღის ნიადაგზე, მეტი არაფრის.
მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებას არ მოსწონს, როგორ იცვამენ, ვისთან ძინავთ..
არადა რა კარგი იქნებოდა, ის ენერგია, რაც სხვის განკითხვაზე და დაჩაგვრაზე იხარჯება, საკუთარი თავების განვითარებისთვის და ბედნიერების ძიებისთვის მოეხმარა ყველას, განვითარებულიყვნენ. ამის მერე თვითდამკვიდრება სხვების დაკნინების და მოკვლის ხარჯზე აღარ დასჭირდებოდათ, მიხვდებოდნენ, რომ ცხოვრებაში მთავარი მტრობა და ზიზღი კი არ არის, მთავარი სიყვარული და სიმშვიდეა. ბედნიერება.
იყავით ბედნიერები და დააცადეთ სხვებს, იყვნენ ბედნიერები ისე, როგორც მათ უნდათ.
კომენტარი