სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცნობი პირები „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ კორესპონდენტის მოკვლას შეეცადნენ

მოსკოვის შემოგარენში, უცნობი პირები, „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ კორესპონდენტის, ვადიმ რეჩკალოვის მოკვლას შეეცადნენ. რეჩკალოვი გამოირჩევა თავისი პუბლიკაციებით რუსული სპეცსამსახურების შესახებ და ჩრდილო კავკასიური კონფლიქტების გაშუქებით. ჟურნალისტის განცხადებით, როდესაც ის მისი კუთვნილი „Land Rover Defender“–ით მოსკოვის მიმართულებით მიდიოდა, შოსეზე გვერდიდან გაუსწორდა უცხო ავტომბილი, რომელში მჯდომმა პიროვნებამაც მანქანის ფანჯარა ჩასწია და რეჩკალოვს პისტოლეტი დაუმიზნა.

ჟურნალისტი იძულებული გახდა, მკვეთრად მოეხვია მარჯვენა მხარეს და უკიდურეს მარჯვენა ზოლში გადასულიყო. მანქანა თავდამსხმელითურთ მიიმალა. რეჩკალოვმა სამართალდამცველ ორგანოებში დარეკა, რათა ინციდენტის შესახებ შეეტყობინებინა. მან მოასწრო და მანქანის ნომრები დაიმახსოვრა.

ვადიმ რეჩკალოვი არ მიიჩნევს, რომ მომხდარი რაღაც საგზაო ინციდენტთან არის დაკავშირებული. იგი დარწმუნებულია, რომ მომხდარი პირდაპირკავშირშია მის საქმიანობასთან. „რამდენჯერმე დამემუქრნენ. მუქარები შემოდიოდა როგორც მობილურ ტელეფონზე, ასევე პირდაპირ ჩემი პუბლიკაციების კომენტარებშიც, მაგრამ მე მათ სერიოზულად არ ვიღებდი,“– აცხადებს ჟურნალისტი. საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100