6 ფილმი, რომლებიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს
დიდი ხნის დამტკიცებული ფაქტია, რომ მელოდრამები საოჯახო ფსიქოლოგზე უკეთ გეხმარებათ ურთიერთობებში. თავად ფსიქოლოგებიც კი ხშირად სთავაზობენ წყვილებს ფილმების ყურებას, რადგან რომანტიული ფილმები ხელს უწყობს პროგესტერონის გამომუშავებას, ეს ჰორმონი კი ორგანიზმში სიხარულის შეგრძნების ფუნქციაზე აგებს პასუხს.
სწორედ ამიტომ გთავაზობთ იმ ფილმების სიას, რომელთა შესახებაც ამბობენ ქორწინებისა და სხვა სასიყვარულო ურთიერთობების გადარჩენა შეუძლიათო.
When a Man Loves a Woman – (როდესაც კაცს უყვარს ქალი) 1994 წელს გადაღებული ფილმი მეგ რაიანისა და ენდი გარსიას მონაწილეობით.
Hope Springs (გაზაფხულის იმედები) 2012 წელს გადაღებული ფილმი მერილ სტრიპისა და ტომი ლი ჯონსის მონაწილეობით. ფილმი დაოჯახებულ წყვილზე, რომლებც იმყოებიან ქორწინებაში უკვე 30 წელი და ცდილობენ აღადგინონ უკვე გაცვეთილი ურთიერთობა.
The Story of Us (ისტორია ჩვენს შესახებ) 1999 წელს გადაღებული ფილმი ბრიუს უილისისა და მიშელ პფაიფერის მონაწილეობით. მთავარი გმირები ბენი და კეტი, წარმატებული ცოლ–ქმარი, ქორწილის 15 წლის შემდეგ განქორწინების საზღვარზე არიან. ფილმი სავსეა საუკეთესო ჰოლივუდური იუმორით.
The Notebook – (უბის წიგნაკი) 2004 წელს გადაღებული ბესტსელერი რაიან გოსლინგისა და რეიჩელ მაკადამსის მონაწილეობით. თუ ჯერარ გინახავთ, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ეს არის სამუდამო სიყვარულის ისტორია.
Closer (სიახლოვე) 2004 წელს გადაღებული ფილმი ჩახლართულ სასიყვარულო ისტორიებზე. მასში მთავარ როლებს ასრულებენ ლეგენდარული ჯულია რობერტსი, კლაივ ოუენი, ჯუდ ლოუ და ნატალი პორტმანი.
Last Night (გასულ ღამით) 2010 წელს გადაღებული ფილმი ოჯახზე, ვნებაზე, ღალატსა და სიყვარულზე. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ კირა ნაითლი, ევა მენდესი, გიომ კანე და სემ ვორთინგტონი.
კომენტარი