სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა გეგმები ჩაუშალა მუხროვანის სკანდალურმა ვიდეომ ინგა გრიგოლიას?

გუშინ გავრცელებული სკანდალური ვიდეომასალა, რომელსაც მუხროვანის სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული დღის მთავარი თემაა. აღნიშნულმა ვიდეომ გეგმები ჩაუშალა ინგა გრიგოლიას, რომელიც ხვალ ტელეიმედის ეთერით ახალ თოქშოუს იწყებს.

„რა მაგარ გადაცემას ვგეგმავდი ხვალ და......(((((omg......თავდაყირა დამიდგა ეს ჩემი დაგეგმილი გადაცემა....(((((( ჯერ არ მახსენდება ჩემი არც ერთი პროექტი,რომ წინასწარ დაგეგმილი თემით გამეხსნა პირველი ეთერი((((( ტრადიცია გრძელდება-გუშინ გამოქვეყნებულმა მუხროვანის სპეც-ოპერაციამ ამიყირავა დაგეგმილი....რა თქმა უნდა,ხვალ სკანდალურ ვიდეო-მასალას მიეძღვნება პირველი ,,რეაქცია,,.....-არადა,რა მაგარ ეთერს ვამზადებდი“ - წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.

"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.

მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან.

შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა.

youtube-ზე ვიდეო გუშინ appolon osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100