საქართველოს ბანკი რეგიონში Express სერვისცენტრების ქსელს კიდევ უფრო აფართოვებს
თბილისი, 27 ნოემბერი 2013 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, Express სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს და დღეს ხაშურში ახალი Express სერვისცენტრი გახსნა. ახალი Express-ი 26 მაისის ქუჩაზე, პირველ ნომერში მდებარეობს.
საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში, მოსახლეობა, შეძლებს ოპერატიულად ისარგებლოს საბანკო სერვისებით. Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა – მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox–ი და ბანკომატი. აღსანიშნავია, რომ Express სერვისცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე–ოპერატორები ემსახურებიან, ხელმისაწვდომია ყოველდღე დილის 900 საათიდან 2100 საათამდე და შაბათ–კვირას 1000 საათიდან 1800 საათამდე.
ამ დროისთვის საქართველოს ბანკის უკვე 44 Express-ი მოქმედებს. ახალ Express სერვისცენტრში 4 ადამიანი დასქამდა.
დამატებითი ინფორმაცია Express–ის ქსელის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ: www.expressbank.ge
კომენტარი