ძარცვა თბილისში და 20 ტოლმის გამო მობილიზებული პატრული (ფოტო)
ძარცვა ლოტკინის დასახლებაში. მარტოსიანების სახლთან დღეს დილიდან პატრულის ეკიპაჟებია მობილიზებული.
ადგილზე იმყოფებოდა ჩვენი კორესპონდენტი, რომელსაც სამართალდამცავებმა კითხვების დასმის საშუალებაც კი არ მისცეს. „რატომ გგონიათ, რომ ძარცვა მოხდა იქნებ ვიღაც შევიდა და 20 ტოლმა შეჭამა და მაგიტომ ვართ მოსულები“ - განაცხადა ერთ-ერთმა დეტექტივმა.
მარტოსიანების მეზობელი მამაკაცი: არაფერი ხმა არ გამიგია, რომ გამეგო ხომ გამოვიდოდი სახლიდან. ჩვეულებრიივი ოჯახია არც ღარიბები არიან და არც მდიდრები მე როგორც ვიცი. ძალიან ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, კარებსაც კი არ აღებდნენ.
მარტოსიანების მეზობელი ქალბატონი: მე რა უნდა გითხრათ შვილო, რამდენი წელია ასეთი რამ აღარ მახსოვს და ახლა ხედავთ რა ხდება? პირველი ოქტომბრის მერე ჩემ შვილს სულ ვეუბნები მანქანა გარეთ არ დატოვოს და ეზოში შემოიყვანოს, აღარაა ეს ის ქვეყანათქო ვამბობ და აი თუ არ ვარ მართალი. რამდენი წელია მე ძარცვა არ გამიგია ჩვენ ქუჩაზე და ეხლა ხედავთ რა მოხდა?
როგორც მოგვიანებით მარტოსიანების მეზობლებისგან შევიტყვეთ, მძარცველებს სახლის დატოვემაბდე ტოლმა მართლაც უჭამიათ. ტოლმასთან ერთად სახლიდან წაღებულია მუსიკალური ცენტრი.
კომენტარი