სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დიდი ზომის ტანსაცმელი ჩემი ბიძაშვილების გარდერობიდანაა, მათ ფული ჰქონდათ, მე კი წარმოდგენაც არ მქონდა, თუ საერთოდ არსებობდა მოდა” - დემნა გვასალია

1 ივლისს პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ბრენდის, Vetements-ის (ვეტმო) ჩვენება გაიმართა:

“მე მინდოდა ჩემი საკუთარი ისტორიის, ამბის მოთხრობა. შოუს ნაცვლად ფილმის ჩვენება. მე დავუბრუნდი ნამდვილ ფესვებს ჩემს ნაღვლიან ქვეყანაში. დიდი ზომის ტანსაცმელი ჩემი ბიძაშვილების გარდერობიდანაა, მათ მაშინ ფული ჰქონდათ, მე კი წარმოდგენაც არ მქონდა, თუ საერთოდ არსებობდა მოდა” – ამბობს გვასალია.
გვასალიას ახალი, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება პარიზში საქარველოს უახლესი ისტორიისა და ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას მიეძღვნა. დემნა გვასალიამ ახალ კოლექციაში ქართული წარწერები და საქართველოს დროშა გამოიყენა.

"ვფიქრობ, აქამდე არ მქონდა საკმარისი თავდაჯერებულობა, რომ ასეთი კოლექცია წარმომედგინა. მე 10 წლის ვიყავი, როცა ჩემი სახლი დაბომბეს და დევნილი აღმოვჩნდი ჩემს სამშობლოში” – განაცხადა გვასალიამ ჩვენების წინ.

დემნას ინსპირაციის წყარო 90-ანი წლების ქართული საზოგადოებაა, რომელიც გარემო პირობებისა და სიდუხჭირის ფონზე იმოსებოდა. 1 ივლისის ჩვენების შემდეგ ქართველი ინტერნეტ მომხმარებლები ერთხმად აღიარებენ, რომ გვასალია ყველაზე კარგად გადმოსცემს საკუთარ განცდებს მოდის საშუალებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100