ახალშობილმა, რომელიც ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს, დაკრძალვის წინ ამოიტირა
შემთხვევა ინდოეთში მოხდა - კლინიკა Max Healthcare-ში 22 კვირის ორსულს ნაადრევად შეეძინა ტყუპები. გოგონა დაბადებისთანავე გარდაიცვალა, ბიჭი კი რამდენიმე დღე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, მალე კი ის გარდაცვლილად გამოაცხადეს ექიმებმა.
გარდაცვლილი ახალშობილები პოლიეთილენის ცელოფანში მოათავსეს მედიკოსებმა და მშობლებს გაატანეს. დაკრძალვის წინ ბიჭუნამ სუნთქვა დაიწყო და ამოიტირა. გახარებულ მშობლებს იმედი ჩაესახათ და სასწრაფოდ გადაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში, სადაც ახალშობილმა ზუსტად ექვსი დღე იცოცხლა, შემდეგ კი გარდაიცვალა.
კომენტარი