ლეგენდარული შეფ დიზაინერი პიტერ შრაერი – უკვე 10 წელი კია მოტორსში!
პიტერ შრაერი კიაში მოღვაწეობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ პერიოდში კორეულმა ბრენდმა გაყიდვები 1.1 მილიონი მანქანიდან (2005 წლის მონაცემებით), 3.05 მილიონამდე გაზარდა (2015 წლის მონაცემებით).
პიტერ შრაერი გახლავთ კიას იმ დიზაინერული რევოლუციის ამოსავალი წერტილი, რაც ბრენდმა ბოლო ათწლეულის მანძილზე განიცადა. შეფ დიზაინერის დამსახურებით ბრენდმა განახორციელა ის უდიდესი ნახტომი, რომლის შედეგადაც კომპანიის მოდელები მთელს მსოფლიოშია აღიარებული.
პიტერ შრაერი ბრენდს 2006 წელს შეუერთდა და დღეისათვის ის კია მოტორს კორპორაციის პრეზიდენტისა და შეფ დიზაინერის პოსტს იკავებს.
კიას ახალი იმიჯის დამკვიდრება
კია აუმჯობესებდა თავის ბრენდს 2006 წლამდეც, სწორედ იმ წელს ბრენდმა წარადგინა ახალი ევროპული წარმოების მოდელი სიდი, უნიკალური 7 წლიანი ან 150 000კმ გარანტიით. ამავე წელს პიტერ შრაერი შეუერთდა კორპორაციის გუნდს, როგორც შეფ დიზაინერი.
პიტერ შრაერი იხსენებს: „როდესაც მე დავიწყე კიაში მუშაობა ჩვენი მთავარი მიზანი იყო გამოგვეკვეთა ბრენდის ხასიათი. თუმცა ავტომობილის დიზაინის შექმნის პროცესში, საჭიროა ბევრად მეტი ვიდრე უბრალოდ ესთეტიკა. ეს პროცესი მოიცავს რთულ არჩევანს, რომელიც უნდა გააკეთო იმისათვის, რომ კომპლექსური იდეების ერთობლიობამ შექმნას ემოციების გამომხატველი დიზაინი.“
მომდევნო წლებში ამ ხედვამ შექმნა კიასთვის დამახალიათებელი დიზაინის დნმ–ი, სახასიათო ელემენტებით, რომელიც დაინერგა კიას მთელს სამოდელო რიგში. პიტერ შრაერის ეს ხედვა დაეხმარა კიას შეექმნა გამოკვეთილი ხასიათი, გაეზარდა ცნობადობა, და ჩაეშვა წარმოებაში არაერთი პროგრესული, თანამედროვე დიზაინის მქონე მოდელი.
კიას დიზაინის მომავალი
დიზაინმა ითამაშა საკვანძო როლი კიას ბრენდის ჩამოყალიბებაში და ეს სტრატეგია დარჩება აქტუალური კომპანიისთვის კიდევ მრავალი წელი. ახალი მოდელებით ახალ ბაზარზე შესვლა, არსებული მოდელების მუდმივი განახლება ნიშნავს, რომ დიზაინი მომავალშიც დარჩება კომპანიის წარმატების მთავარ ასპექტად.
შრაერის აღნიშნავს: „ჩემთვის ძალიან საინტერესოა თუ რა სისწრაფით ვითარდება კომპანია. ბრენდი, როგორსაც თქვენ მას იცნობდით 10 ან თუნდაც 5 წლის წინ, დღეს უკვე სულ სხვაა. ეს უმცირეს დეტალებშიც კი ჩანს. ეს შეიგრძნობა დახვეწილ მატერიებშიც, რომელიც გამოყენებულია კიას მოდელებში. ზრდასთან ერთად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ცვლილება გამოხატული იყოს გაუმჯობესებაში და ის არ იყოს უბრალოდ იმისთვის, რომ გამოიყურებოდე განსხვავებულად.
კომენტარი