თიბისი ლიზინგის განცხადება
გვინდა, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თიბისი ლიზინგის არც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ დადასტურებია. უფრო მეტიც, არც ერთი მათგანი თვითიზოლაციის რეჟიმში არ გადასულა.
თიბისი ლიზინგისთვის თანამშრომლები და მათი უსაფრთხოება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, არსებული გამოწვევის ფონზე, მიმდინარე წლის მარტიდან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავედით. ერთი კვირის წინ გუნდის 30%-მა ოფისიდან სატესტო რეჟიმში განაახლა მუშაობა. თუმცა, რადგან ქვეყანაში კოვიდ 19-ის შემთხვევები ისევ დაფიქსირდა, ჩვენი გადაწყვეტილებით, თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისთვის, ისევ დისტანციურად ვაგრძელებთ მუშაობას.
თიბისი ლიზინგი, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აცხადებს, რომ თუკი მსგავსი ფაქტი კომპანიაში დაფიქსირდება, თანამშრომლებს და საზოგადოებას აუცილებლად მიაწვდის ინფორმაციას.
კომენტარი