მშობიარობის შემდგომი გართულებით ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა
ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა. ის 30 წლის იყო. ინფორმაციას „მედიაცეტრი მთავარი“ ავრცელებს.
"ნინი ჯაფარიძე - ეს უბედნიერესი გოგო, რომელიც შვილის გაჩენას ყოველ წუთს, მოუთმენლად ელოდა, უკვე წარსულია. დაგვტოვა ნინიმ და დატოვა ახალი სიცოცხლე პატარა ბარბარე. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებს ძალა არ აქვს“, - წერია სააგენტოს ვებგვერდზე.
ნინიმ რამდენიმე დღის წინ იმშობიარა. გარდაცვალების მიზეზი მშობიარობის შემდგომი გართულებები გახდა.
დრონი.ჯი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ჟურნალისტის გარდაცვალბის გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და კოლეგებს.
კომენტარი