სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

1 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს საშუალება მოგეცემათ თქვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს დაეხმაროთ, აუცილებლად გამოიყენეთ ეს შანსი! არ იდარდოთ - თქვენთვის რთული არ იქნება სხვა ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიცირება. არ დაიშუროთ მეგობრებისთვის ქათინაურები, უთხარით მათ რომ მათთან ურთიერთობით. უბრალოდ იყავით გულახდილები და 1 სექტემბერი თქვენთვის საკმაოდ წარმატებული და დადებითი იქნება!

კურო: დღეს თქვენ ვერაფერი შეგაჩერებთ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ შეძლებთ ვინმე ისეთი ადამიანის პოვნას, რომელიც თქვენს იდეებს ითავისებს და მხარს უჭერს. წარსულში თქვენ არაერთხელ გაგიმხელიათ თქვენი მეგობრებისთვის გარკვეული იდეები და ასეთ დროს, მუდამ ენერგიის მოზღვავებას გრძნობდით. დღესაც ამ პრინციპით იმოქმედეთ. ეცადეთ თქვენი ბედნიერება და კარგი ხასიათის მიზეზი სხვა ადამიანსაც გაუნდოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ 1 სექტემბრის გატარება უფრო მარტივად შეგეძლებათ.

ტყუპები: დღეს მრავალი არჩევანის წინაშე დადგებით და საკმაოდ დაიბნევით კიდეც. ეს ხასიათს გაგიფუჭებთ, თუმცა ეცადეთ არსებულ სიტუაციას არ დაექვემდებაროთ. რაც შეიძლება სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება თუ რა გზას აირჩევთ და ეცადეთ, დიდხანს შეინარჩუნოთ იგი. ეცადეთ გარშემო მყოფების თვალში მერყევი ადამიანის შეხედულება არ დატოვოთ.

კირჩხიბი: თქვენ და თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს მანევრირების შეუდარებელი ნიჭი გაქვთ. შეგიძლიათ ნებისმიერი სიტუაციიდან თქვენთვის სასარგებლოდ გამოსვლა. არავინ მოისურვებს მაინცდამაინც საკუთარი პოზიციის გაღრმავებას. მათ შორის თქვენც, ყოველივეს მარტივად აღიქვამთ და ამ გზით, მიზანსაც მარტივად მიაღწევთ.

ლომი: დღეს არ შეეჭიდოთ განსაკუთრებით რთულ საქმეებს. თუ ერთ კონკრეტულ საქმეს გაჰყვებით და განსაკუთრებული ძალისხმევით იბრძოლებთ გამარჯვებისთვის, გახსოვდეთ, რომ თქვენ თვალთახედვის არედან შედარებით წვრილი, მაგარამ ამავდროულად მნიშვნელოვანი დეტალები გამოგრჩებათ. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ახლობელ ადამიანებს თქვენი იმედი აქვთ. დღეს უკეთესი იქნება, თუ პირად ცხოვრებას დიდ დროს დაუთმობთ.

ქალწული: უკანასკნელი დროის მანძილზე თქვენ შესაძლოა განსაკუთრებით უცნაური სიზმრები ნახეთ. თუ ასეა, შესაძლოა გარკვეული პრობლემა არ გაძლევთ მოსვენებას. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ უფლება მსგავს სიტუაციას ხელი შეგიშალოთ თქვენს ძირითად საქმიანობაში. უბრალოდ ყურადღება არ მიაქციოთ სიზმრებს, ისინი თქვენს ცხოვრებაზე გავლენას ვერ მოახდენენ. კონცენტრირება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოახდინეთ.

სასწორი: თუ თქვენ დღეს სხვა ადამიანებთან ერთად, პარტნიორულ მუშაობას გადაწყვეტთ, აუცილებლად მოუსმინეთ მათ აზრსა და დამოკიდებულებას და გაითვალისწინეთ ისინი. ამ გზით, პარტნიორების პატივისცემას დაიმსახურებთ. თავისმხრივ კი ისინიც დიდი ყურადღებით მოგისმენენ და თქვენს იდეებსაც აუცილებლად გაითვალისწინებენ. დღეს შეძლებთ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ადამიანების თქვენს მხარეს გადმოყვანას!

მორიელი: დღეს რისი მიღწევაც არ უნდა სცადოთ, აუცილებლად მიაღწევთ. რა თქმა უნდა, წამოწყებული საქმე შეგიძლიათ უკანასკნელ მომენტში დაასრულოთ, მაგრამ აუცილებლად პირნათლად შეასრულეთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობა. დღევანდელი დღე იმიტომ არსებობს, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოთ და თქვენი გეგმის გამოხშირვა დაიწყოთ. შესაძლოა, ერთ–ერთი თქვენი მეგობარი არ არის განწყობაზე, ამიტომ, რამდენიმე წუთით მოსწყდით თქვენს საქმიანობას და ეცადეთ მეგობრის გამხიარულებას.

მშვილდოსანი: მალე თავად მიხვდებით, რომ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერული ზრდაა. რა თქმა უნდა, ეს სრულებით მისაღებია! თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვერ შეძლებთ მუდმივად იმ მეგობრებზე დაყრდნობას, რომლებიც სტატუსით თქვენზე მაღლა დგანან. მოემზადეთ დამოუკიდებლად გეგმების ასასრულებლად და მთელი ძალისხმევით შეუდექით საქმიანობას, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოთ!

თხის რქა: დრო რომელსაც თქვენ დღეს ბავშვებთან ან ასაკით უმცროს ადამიანებთან გაატარებთ, მეტად სასარგებლო იქნება – ამის საშუალებით თქვენ მოიკრებთ ძალღონეს და საკუთარ თავს ახლებურად შეაფასებთ. ეს კი საშუალებას მოგცემთ გადაახარისხოთ ის პუნქტები და ჩამოაყალიბოთ გეგმები იმასთან დაკავშირებით რისი მიღწევაც გსურთ ამ ცხოვრებაში. თქვენ გაითავისბეთ იმ ფაქტს, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ იშრომეთ და სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ.

მერწყული: ისეთი მშვენიერი დღეები, როგორიც 1 სექტემბერი იქნება თქვენთვის, არც თუ ისე ხშირია. აუცილებლად ეცადეთ ადამიანებთან კონტაქტს და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრას. დღეს თქვენ დროის ფაქტორი არ შეგზღუდავთ. 1 სექტემბერი საუკეთესო დღეა თქვენი სურვილების ასასრულებლად!

თევზები: დღეს მეტად მოტივირებული ხართ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი აქტიურობით საერთოდ არ მიივიწყოთ და ჩამოსცილდეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს. დღეს თქვენ არჩევანის წინაშე დადგებით: იმედი გაუცრუოთ ვინმეს თქვენი ახლობლებიდან თუ უარი თქვათ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან წინადადებაზე. თუ გამოჩენილი შესაძლებლობის გამოყენებას გადაწყვეტთ, მაშინ იცოდეთ, რომ ახლობლები აუცილებლად გაგიგებენ, თუმცა, ადრე თუ გვიან ისინი თქვენს ყურადღებას აუცილებლად მოითხოვენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100