სოლიდარობა და მხარდაჭერა "რუსთავი 2-ს" - კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის განცხადება
კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი, ჩვენს კომპანიაში შემავალი ყველა მედია-საშუალების სახელით, სოლიდარობასა და სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ს და კოლეგებს.
მიგვაჩნია რომ საერთო ძალისხმევით უნდა გადავარჩინოთ საქართველოს ნომერ პირველი ტელეკომპანია, რათა არ შეექმნას საფრთხე დემოკრატიასა და ჩვენი შვილების მომავალს.
დარწმუნებულები ვართ რომ საზოგადოების თანადგომით, ჩვენი გულების გაერთიანებით და საერთაშორისო მხარდაჭერით, რუსთავი 2 კვლავაც ხალხის ტელევიზია იქნება.
ჩვენ, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვუერთდებით ტელეკომპანიის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას კვირას, 14:30-ზე რუსთაველზე.
გვჯერა რომ რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობით დავიცავთ არა მხოლოდ ტელეკომპანიის დამოუკიდებლობას, არამედ თითოეული ჩვენგანის უფლებას - ვიცხოვროთ დემოკრატიულ სახელმწიფოში.
itv.ge
presa.ge
droni.ge
people.ge
internet.ge
fashionline.ge
sportline.ge
radio.ge
კომენტარი