სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორლანდო ბლუმი ყველაზე სიმპატიური „მამიკოა“

მსოფლიოს სხვადასხვა გამოცემა ყველაზე სიმპატიური ქალების, ყველაზე სექსუალური სუსტი სქესისა, თუ ყველაზე გემოვნებიანი ცოლების რეიტინგს ათწლეულებია ადგენს. ეს პროცესი, როგორც ჩანს აუდიტორიისა და გამოკითხვის ავტორთათვისაც მომაბეზრებელი გახდა. ამიტომაც ბრიტანელებმა ყველაზე სიმპათიურ „მამიკოთა“ რეიტინგი შეადგინეს. მესამე პოზიცია მომღერალსა და მოცეკვავე პიტერ ანდრეს ერგო. ბრიტანელების ნაწილი თვლის, რომ ანდრე ძალიან სიმპატიური მამიკოა, მზრუნველობასა და „ოჯახის კაცობასთან“ ერთად.

რაც შეეხება მეორე ადგილს, ამ პოზიციაზე მრავალშვილიანი მამა გავიდა: დევიდ ბექჰემმა საპატიო ვერცხლი მიიღო. ის 4 ივლისს მეოთხე შვილს ელოდება. სხვათა შორის, ვიკისა და დევიდის მეოთხე ბავშვი პირველი გოგონა იქნება სამი ბიჭის შემდეგ.

პირველი ადგილი კი ორლანდო ბლუმს ერგო - მსახიობი მამა იანვარში გახდა. მას ტოპმოდელმა მირანდა კერმა ბიჭი გაუჩინა. ორლანდომ გამოკითხულთა ხმების 71%-ი დააგროვა და პირველ პოზიციასაც სამართლიანად დაეპატრონა.

ბლუმი ყველაზე სიმპატიურ მამიკოობამდე, ბრიტანელებში, ყველაზე სიმპატიურ საქმროდაც იყო აღიარებული.

ათეულში შევიდნენ ბრედ პიტი, ჯუდ ლოუ, ჰიუ ჯეკმანი და ჯონი დეპი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100