Playboy-ის დამფუძნებელს საცოლემ უარი უთხრა
ჟურნალ Playboy-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 85 წლის ჰიუ ხეფნერი მძიმე მდგომარეობაშია. 25 წლის მოდელმა კრისტალ ჰარისმა, “რატომღაც,” მისი ცოლობა გადაიფიქრა. ქორწილი 18 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა მოდელმა გუშინ განაცხადა, რომ ქორწილი აღარ შედგება. “კრისტალმა გადაიფიქრა”- ამ ორი სიტყვით შემოიფარგლა თავად საქმრო.
ამბობენ, რომ წყვილს გასულ დღეებში ტელეფონზე საუბრისას ჩხუბი მოუვიდა. რის შემდეგაც კრისტალმა დატოვა ხეფნერის სახლი, სადაც 2009 წლის დეკემბრის შემდეგ ცხოვრობს. ეს ხეფნერისათვის მესამე ქორწინება უნდა ყოფილიყო, თუმცა იმედოვნებენ, რომ 25 წლის თუ არა, 35 წლის ქალის “შებმას” Playboy-ის mxcovani დამფუძნებელი კიდევ მოახერხებს.
კომენტარი