სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაფერი პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული, მათ უნდა შეძლონ ქართველი ხალხის ოცნების რეალიზება - მიქსერი

ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშის წარდგენისას ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა, რომ რეზოლუცია მიესალმება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომ რეფორმების განხორციელების შემდეგ მივიღოს.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია მთავრობამ სწორი დასკვნები გააკეთოს გაცემულ რეკომენდაციებზე და ყველაფერი ახლა პოლიტიკოსების ქმედებაზეა დამოკიდებული.

“ამ პროექტის განხილვა ემთხვევა საქართველოსთვის გადამწყვეტ დროს. ჩვენ ვაცნობიერებთ განაცხადის გაკეთების მნიშვნელობას, ეს ასახავს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას. კომისიამ და საბჭომ რეკომენდაცია გასცეს იმ პირობებზე, რაც უნდა წარმატებით შესრულდეს, სანამ ქვეყანა კანდიდატის სტატუსზე პასუხს მიიღებს. დეკემბერში მნიშვნელოვანია ეს სამუშაო შესრულებული იყოს. ამ დროისთვის გვექნება განხილვა კომპრომისულ ცვლილებებზე პროექტში. არსებობს მნიშვნელოვანი მიმართულებები რაზეც ანგარიში ფოკუსირებულია. ეს არის სასამართლო რეფორმა, საჯარო თანამდებობებზე დანიშვნები. ვფიქრობ, შეფასებები იმოქმედებს კომისიის რეკომენდაციებზე. მნიშვნელოვანია მთავრობამ სწორი დასკვნები გააკეთოს გაცემულ რეკომენდაციებზე. უნდა მოხდეს მათი იმპლემენტაცია, ოპოზიცია უნდა იყოს კონსტრუქციული და ამ პროცესში თავისი როლი შეასრულოს. აღმასრულებელმა ორგანომ კი წამყვანი ფუნქცია. მათ უნდა შეძლონ ქვეყნაში პოლიტიკური ანტაგონიზმის დაძლევა. ასევე, შეასრულონ ყველა საკვანძო რეფორმა, შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა. კომისიამ მკაფიოდ განუსაზღვრა საქართველოს ევროპული გზა და აღიარა ქართველი ერის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები. ახლა ყველაფერი პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული, მათ უნდა შეძლონ ქართველი ხალხის ოცნების რეალიზება”. - განაცხადა სვენ მიქსერმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100